Changelly-ზე რეგისტრაცია და კრიპტოვალუტების ყიდვა პირდაპირ დოლარში
მოცემულ ბლოგში გთავაზობთ Changelly-ზე რეგისტრაციისა და კრიპტოვალუტების პირდაპირ დოლარში ყიდვის ინსტრუქციას. Changelly კრიპტოვალუტების ბირჟაა, სადაც შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად გადაცვალოთ კრიპტოვალუტები, ან იყიდოთ მოცემული ვალუტებიდან ნებისმიერი პირდაპირ დოლარში თქვენი საკრედიტო (ან სადებეტო) ბარათით. საიტზე შესაძლებელია დაახლოებით 25 კრიპტოვალუტის შეძენა. გაითვალისწინეთ, რომ პლატფორმის კურსი მაღალია სხვა ბირჟებთან შედარებით, სამაგიეროდ საკომისიო მხოლოდ 0.5%-ს შეადგენს. ამასთან გეტყვით, რომ Changelly მსოფლიოში წამყვანი ვებ გვერდის www.coinmarketcap.com-ის პარტნიორია და იგი საკუთარ მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვას, სწორედ Chngelly-დან სთავაზობს. მისი მთავარი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს აქ შესაძლებელია 25 სხვადასხვა კრიპტოვალუტის ყიდვა!
ბლოგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს სასურველი ვალუტის საფულე ან დარეგისტრირებულია კრიპტო ბირჟაზე (იხილეთ Binance-ზე და Cryptopia-ზე რეგისტრაციის ინსტრუქციები). თუ გსურთ საფულის გახსნა და გაინტერესებთ რომელი უფრო შეგეფერებათ, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ბლოგი "რომელი ელექტრონული საფულეა საუკეთესო".
ნაბიჯი 1. შედით ვებ გვერდზე Changelly.com და დააჭირეთ ღილაკს sign up.
ნაბიჯი 2. შეიყვანეთ თქვენი მეილი, მონიშნეთ, რომ არ ხართ რობოტი და დააჭირეთ ღილაკს "continuing signing up".
ნაბიჯი 3. მეილის შეყვანისთანავე ავტომატურად რეგისტრირდებით changelly.com-ზე. გადადით მითითებულ მეილზე, სადაც მოგივათ შეტყობინება, რომ წარმატებით გაიარეთ რეგისტრაცია. მეილში მითითებულია პაროლიც.
ნაბიჯი 4. გადადით მეილში მითითენულ Changelly.com-ის ლინკზე და დააჭირეთ ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს my account - profile, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
ნაბიჯი 5. შეიყვანეთ მეილში მითითებული პაროლი და შემდეგ ჩაწერეთ სასურველი პაროლი, რომელსაც გამოიყენებთ საიტზე log in-თვის. გაიმეორეთ პაროლი და დააჭირეთ ღილაკს save.
ნაბიჯი 6. დავბრუნდეთ მთავარ გვერდზე. იმისათვის, რომ შეიძინოთ სასურველი ვალუტა სასურველი თანხით, You have ველში მიუთითეთ ის თანხა, რამდენადაც გსურთ ვალუტის შეძენა. საიტზე მინიმალური ლიმიტია 100 დოლარი. You get ველში ამოარჩიეთ სასურველი ვალუტა და დააჭირეთ ღილაკს Exchange. საიტი თავად დაითვლის, რამდენის ყიდვა შეგიძლიათ მითითებული თანხით და ასევე გაჩვენებთ, თუ რამდენი დაგრჩებათ საკომისიოს მოჭრის შემდეგ. დააჭირეთ ღილაკს next. ინსტრუქციაში ნაჩვენებია ლაითკოინის ყიდვის მაგალითი.
ნაბიჯი 7. შემდეგ ნაბიჯში უნდა მიუთითოთ თქვენი საფულის მისამართი. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ რიპლის შეძენა, უნდა მიუთითოთ destination tag. თუ თქვენს საფულეს ეს არ გააჩნია, დააჭირეთ ღილაკს remove destination tag. საფულის მისამართის მითითების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს next.
ნაბიჯი 8. გადაამოწმეთ მითითებული ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს confirm and continue.
ნაბიჯი 9. დააჭირეთ ღილაკს pay with visa/mastercard.
ნაბიჯი 10. მიუთითეთ საქართველო, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები და შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი.
ნაბიჯი 11. მიუთითეთ თქვენი დაბადების თარიღი.
ნაბიჯი 12. შეიყვანეთ თქვენი ბარათის მონაცემები და დააჭირეთ ღილაკს pay.
თქვენს საფულეში შესყიდული ვალუტა 5 წუთიდან ნახევარ საათამდე აისახება. საიტზე ასევე შეგიძლიათ, გადაცვალოთ თქვენს საფულეში არსებული კრიპტოვალუტები სხვა კრიპტოვალუტაში.
განცხადება: ბლოგში მოცემულ ლინკებზე გადასხვლით, გამოიყენებთ ჩვენს რეფერალურ ლინკებს, რომლის სანაცვლოდაც თქვენს მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან Changelly გადაგვიხდის საკომისიოს. მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ვებ გვერდის განვითარებას.