top of page

კრიპტოვალუტების რეიტინგები - Weiss Rating Team



რამოდენიმე დღის წინ Weiss rating team-მა კრიპტოვალუტების შეფასებები გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, შეფასებები ეყრდნობა ოთხ საზომს: რისკს, ჯილდოს, ტექნოლოგიას და უსაფრთხოებისა და ათვისების ფუნდამენტალურ ასპექტებს.


როგორც ჩანს, საზოგადოებაში ამ ახალმა ამბავმა დიდი არეულობა გამოიწვია. როგორც Weiss rating-ის გუნდი იტყობინება, ისინი მთელი ღამე ებრძოდნენ და ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჰაკერებისთვის, რომელთაც სიის მოპარვა სურდათ. მათ ტვიტერზე გამოაქვეყნეს პოსტი, რომელშიც საზოგადოებას ატყობინებდნენ, რომ გაპარულია ბევრი არასწორი შეფასება და აფრთხილებდნენ, რომ მხოლოდ მათ მიერ ატვირთულ ფაილს ნდობოდნენ.


როგორც აღმოჩნდა, 74 შეფასებული კრიპტოვალუტიდან არც ერთს A არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ ბიტკოინმა C+ დაიმსახურა, რაზეც Weiss ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ათვისება საკმაოდ მაღალი ხარისხით შეაფასეს, ის მოიკოჭლებს ორ მნიშვნელოვან კრიტერიუმში: რისკის ინდექსში ექსტრემალური ფასის მერყეობის გამო და ტექნოლოგიის ინდექსში, ბიტკოინის სუსტი მმართველობის, ენერგიის დიდი რაოდენობით გამოყენებისა და მასშტაბურობის გამო. ისინი აღნიშნავენ, რომ როგორც კი ეს ხარვეზები გამოსწორდება, ბიტკოინი მაღალ შეფასებას მიიღებს.


ამასთან, ხალხი გააკვირვა რიპლის შეფასებამ, რომელმაც C დაიმსახურა, მაგრამ ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს შეფასება განაპირობა ფასის ვარდნების სიხშირემ და ვალუტის ძლიერმა ცენტრალიზაციამ.


საინტერესოა, რომ Dogecoin-მაც წარმატებული C მიიღო. როგორც Weiss განაცხადებს, ამის მიზეზია ის, რომ ვალუტის გამოყენებადობა ბევრად აჭარბებს ბიტკოინ ქეშისა და დეშის და Zcash-ის საერთო გამოყენებადობას.


„რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის C-ზე მაღალი შეფასებისთვის, მაგრამ D ქულისგან ნამდვილად აშორებს ვალუტას.“ - განაცხადა გუნდმა.


აღსანიშნავია, რომ B და B- მხოლოდ ხუთმა ვალუტამ დაიმსახურა. ესენია ეთერიუმი, ნეო, EOS, Cardano და Steem. გთავაზობთ Weiss rating team-ის შეფასებების სრულ სიას.


bottom of page