რუსეთის უმსხვილესმა ბანკმა ბლოკჩეინ ლაბორატორია გახსნა
Sberbank-მა, რუსეთის ყველაზე მსხვილმა ბანკმა აქტივების მიხედვით, გახსნა ბლოკჩეინ ლაბორატორია ბლოკჩეინ პროექტების განსავითარებლად, დასატესტად და საცდელი ვერსიების გამოსაშვებად.
ახალი ლაბორატორია კონცენტრირდება ბიზნეს გადაწყვეტილებების შემუშავებაზე სტარტაპებთან და სხვადასხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.
ლაბორატორია დაასაქმებს ბლოკჩეინ სპეციალისტებს, ძირითადად მათ, ვისაც ფინანსური და კორპორატიული პროდუქტების არსებული პრობლემების გადაჭრისთვის გამოსადეგი ტექნოლოგიის შექმნისა და იმპლემენტაციისთვის საჭირო გამოცდილება აქვთ. როდესაც ლაბორატორია საკმარის ხალხს დაასაქმებს და მუშაობას დაიწყებს, ის დატესტავს სხვადასხვა ახალ ტექნოლოგიებს, განავითარებს და ხორცს შეასხამს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ იდეებს, შექმნის პროდუქტების პროტოკოლებს და Sberbank-ის გუნდისთვის საჭირო ახალ ბიზნეს გადაწყვეტილებებსაც დანერგავს.
„ბლოკჩეინს ნამდვილად შეუძლია შეცვალოს ბევრი ბიზნეს სივრცე, რომელიც ფინანსურ ბაზარს ეხება. ამასთან, გააუმჯობესოს როგორც ბანკის კლასიკური აქტივობები, ისე ჩვენი კლიენტებიც... მნიშვნელოვანია დავიმახსოვროთ, რომ ბლოკჩეინი ეხმარება ბაზრის მონაწილეებს, იურთიერთონ უფრო ეფექტურად“ - განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, იგორ ბულანცევმა.
Sberbank-ის თქმით, ისინი უკვე ემზადებიან 20 ბლოკჩეინზე დაფუძნებული საცდელი პროექტების დასამუშავებლად.