ნაადრევი იანვარი კრიპტო-ბირჟებისთვის მტკივნეული გამოდგა, მაგრამ მწვანე დღეები დაიწყო
რამდენიმე დღის წინანდელმა კოლაფსმა ბევრს პანიკური გაყიდვისაკენ უბიძგა. ისინი კი, ვინც წელიწადზე მეტია კრიპტოსამყაროს შემოუერთდა, ძვრებმა ვერ შეაშინა, რადგან მათ იციან, რომ რაც ახლა მოხდა, ყოველწლიური ტრენდია. სხვადასხვა მიზეზების გამო იანვარი ყოველთვის დარდუბალა იყო კრიპტოებისთვის. როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი დროის ამბავი იყო და ბაზარი ნელ-ნელა მოცულობას იღდგენს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით სინათლე გვირაბის ბოლოს არ ჩანდა, სასოწარკვეთას საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა.
რადგანაც ყველაფრის ვარდნამ 20%-ს გადააჭარბა, კრიპტოვალუტების ე.წ. ჩარტები არც თუ ისე სასიამოვნოდ გაომიყურებოდა. ეს დიდწილად უკავშირდებოდა ბიტკოინის ღირებულების ცვლას, რაც არცთუ იშვიათი მოვლენაა. ბიტკოინის ფასის მნიშვნელოვანი ცვლილება მას შემდეგ არ შეგვიმჩნევია, რაც მან ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია გასული დეკემბრის მეორე ნახევარში (19000$-ზე მეტი). მავანთა აზრით, ფასის 9,000$-მდე ვარდნაც კი მოსალოდნელი და ბუნებრივი იყო.
ყველა ქოინის მკვეთრმა გაწითლებამ ცხადჰყო, რომ ფრიად საინტერესო სიტუაცია შეიქმნა. ბევრმა სუსტმა ხელმა პანიკურ გაყიდვას მიმართა. ეს ძირითადად ის ხალხი იყო, ვინც კრიპტოვალუტებს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეზიარა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში კრიპტოვალუტის ეკოსისტემა დიდძალი ფულით გაივსო, რაც საწინდარი იყო კიდევ უფრო მძლავრი ვარდნებისა. ეს საგანთა ბუნებრივი წყობილების წესია, მითუმეტეს ისეთი წელიწადის შემდეგ, როგორიც ეს ესაა გამოვიარეთ. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბაზრის წითელ დღესაც კი, მთლიანი კრიპტოინდუსტრიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1000%-ით აღემატებოდა 2017 წლის იანვრის მონაცემს. აქედან გამომდინარე, მოვლენებისა და ინფორმაციის ფართო სპექტრში განხილვა უფრო გონივრულია.
როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგიერთმა კრიპტოვალუტამ უფრო მეტი დარტყმა მიიღო, ვიდრე სხვებმა. მაგალითად XPR, Stellar, TRON, Qtum და Raiblocks 25%-ით შემცირდა ღირებულებაში. ბიტკოინიც კი 17%-ით გაუფასურდა, თუმცა კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი ფასთა ცვალებადობის ტენდენციის შედეგად, აშკარა იყო მოლოდინი იმისა, რომ ასეთი კლება რამოდენიმე დღეში თავს ამოივსებდა, რაც ასეც მოხდა კიდეც.
ახლა, კრიპტოვალუტის მფლობელისთვის განსაკუთრებული მღელვარების მიზეზი უკვე აღარ არსებობს, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. ბაზარი უკვე იზრდება და მალე დაიბრუნებს თავის პირვანდელ ღირებულებასაც. ალბათ ზოგიერთ ქოინზე ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებლებსაც კი ვიხილავთ. როცა ეს მოხდება,რამდენიმე დღის წინანდელი ვარდნები დავიწყებას მიეცემა.
როგორც აღმოჩნდა, მათ, ვინც ხელი მოუჭირეს თავის ქონებას ალტკოინებში და წითელ დღეებში ბევრი ახალი ვალუტაც დაამატეს, ნამდვილად კარგი მოგება ნახეს.