top of page

UNICEF ბლოკჩეინ სტარტაპებს აფინანსებს


გაერთიანებული ერების ბავშვების ფონდი (UNICEF) ეძებს ბლოკჩეინ სტარტაპებს, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


დაფინანსების მოცულობა 50,000-90,000 აშშ დოლარს შორის მერყეობს და ეხება მხოლოდ სტარტაპებს, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფებიან, ამასთან UNICEF-ის ტექნიკური სამსახური ხელს შეუწყობს ამ სტარტაპების განვითარებას და დაეხმარება მათ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაში.


UNICEF-ის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: "ჩვენ დაინტერესებული ვართ კომპანიებით, რომელიც ცდილობენ მოუძებნონ გადანაწილებული დავთრის (ბლოკჩეინის) ტექნოლოგიას ახალი, რევოლუციური და მასშტაბური გამოყენება გლობალურად."


ეს პროგრამა UNICEF-ის ინოვაციების პროგრამის ინციატივაა და წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება არაკომერციულმა ორგანიზაციებმა, ხელი შეუწყონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ჰუმანიტარული მიზნებისათვის გამოყენებას.


აქვე შეგახსენებთ, რომ UNICEF-ს 2016 წელს უკვე განხორციელებული აქვს ინვესტიცია სამხრეთ აფრიკულ ბლოკჩეინ სტარტაპში სახელად 9Needs რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით ბავშვების განათლების პრობლემის მოგვარებას ცდილობს.


დაფინანსებასთან დაკავშირებული განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 28 თებერვლამდე მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე


bottom of page