რა არის ეთერი (Ether)?
როგორც გზამკლვევში, „რა არის ეთერიუმი“, განვიხილეთ, ეთერიუმის მიზანია იფუნქციონიროს, როგორც დეცენტრალიზებულმა ინტერნეტმა, ასევე დეცენტრალიზებულმა აპლიკაციების წყარომ და ამავდროულად ხელი შეუწყოს ახალი ტიპის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (Dapps) ჩამოყალიბებას.
მაგრამ ამ ფუნქციის შესასრულებელი სისტემა უფასო არაა, რადგან ეთერიუმს არავინ ფლობს. შესაბამისად, ქსელს სჭირდება „ეთერი“, კოდის უნიკალური ნაწილი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ აპლიკაციის ან პროგრამისთვის საჭირო კომპიუტერული რესურსებისთვის.
ბიტკოინის მსგავსად, ეთერი ციფრული აქტივია. ისევე, როგორც ნაღდი ფულის შემთხვევაში, ეთერი არ მოითხოვს მესამე პირის მიერ რამის გადამუშავებას ან ტრანზქციის დასტურს.
ციფრული ვალუტის სახით მოქმედების ნაცვლად, ეთერი ცდილობს „საწვავით“ მოამარაგოს ქსელის დეცენტრალიზებული აპლიკაციები.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ძალზე რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ შეგვიძლია, ტოკენების მიერ ენერგიის მომარაგების კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ.
დავუბრუნდეთ დეცენტრალიზებულ ელექტრონულ წიგნაკს. ინფორმაციის შესატანად, წასაშლელად, ან შესაცვლელად უნდა გადაიხადოთ ტრანზაქციის საკომისიო ეთერით, რათა ქსელმა გადაამუშავოს ცვლილება. სწორედ ამიტომ, ეთერს ზოგჯერ ციფრულ ნავთობსაც უწოდებენ. ეთერიუმის საკომისიო გამოითვლება იმის მიხედვით, თუ რამდენ „საწვავს“ მოიხმარს ის კონკრეტული ტრანზაქცია. დახარჯული საწვავის რაოდენობა დამოკიდებულია პროცესისთვის საჭირო კომპიუტერულ ენერგიასა და დროზე. მაგალითად, ტრანზაქცია იყენებს 500 ერთეულ საწვავს, რაც გადაიხდება ეთერით.
ეკონომიკასთან კავშირის თვალსაზრისით, ეთერს არ აქვს რაიმე შეზღუდვა. შეიძლება შეიქმნას მაქსიმუმ 21 მილიონი ბიტკოინი, ხოლო ეთერის შემთხვევაში ეს ლიმიტი არ არსებობს.
ეთერის არსებული რაოდენობიდან 60 მილიონი 2014 წელს მომხმარებლებმა შეიძინეს crowdfunding კამპანიის ფარგლებში.
12 მილიონი ეთერი კი მოხმარდა ეთერიუმის დაფუძნებას (Ethereum Foundation). დაფინანსდა მკვლევარების და დეველოპერების ჯგუფი, რომლებიც მუშაობდნენ მის ტექნოლოგიაზე.
ყოველ 12 წამში 5 ეთერი გადაეცემა მაინერს, რომელიც ქსელში ტრანზაქციას ადასტურებს.
მაინინგისთვის წელიწადში 18 მილიონამდე ეთერი იხარჯება. უხეშად, 5 ეთერი იქმნება ყოველ 12 წამში, როდესაც მაინერი აღმოაჩენს ბლოკს. ასე რომ, ეთერის საერთო რაოდენობა არავისთვისაა ცნობილი. ეთერის შექმნის ტემპი ნაკლებად ნათელი გახდება, როდესაც ეთერიუმი გადავა ახალ, წილის მტკიცებულებაზე დაყრდნობილ ალგორითმზე (სახელად Kasper).
ეს, სავარაუდოდ, შეცვლის ეთერის შექმნის წესებს და მაინინგის სუბსიდიაც შემცირდება.