რა არის ეთერიუმი?
მარტივად რომ ავხსნათ, ეთერიუმი ბლოკჩეინზე დაფუძნებული ღია ქსელის პლატფორმაა, რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, ააგონ დეცენტრალიზებული აპლიკაციები.
არის ეთერიუმი ბიტკოინის მსგავსი? - დაახლოებით, მაგრამ არა ბოლომდე.
ბიტკოინის მსგავსად, ეთერიუმი საჯარო განაწილებული ბლოკჩეინის ქსელია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ყურადსაღები ტექნიკური განსხვავებები არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვანი სხვაობაა ის, რომ ბიტკოინი და ეთერიუმი ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებიან არსსა და შესაძლებლობებში. ბიტკოინი გვთავაზობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ერთ კონკრეტულ გამოყენებას - პირისპირა ელექტრონულ სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის ონლაინ (ბიტკოინით) გადახდებს. თუ ბლოკჩეინი გამოყენებულია ციფრული ვალუტის (ბიტკოინის) მფლობელობის დასადგენად, ეთერიუმის ბლოკჩეინი კონცენტრირდება ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაციის პროგრამული კოდის ამუშავებაზე.
ეთერიუმის ბლოკჩეინში, ბიტკოინისთვის მოპოვების ნაცვლად, მომპოვებლები მუშაობენ ეთერისთვის, კრიპტო მონეტისთვის, რომელიც ქსელს ამუშავებს (იხილეთ ჩვენი გზამკვლევი - რა არის ეთერი?) . სავაჭრო კრიპტოვალუტასთან ერთად, ეთერი ეთერიუმის ქსელში ასევე გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოებისა და სერვისების გადასახდელად აპლიკაციების დეველოპერების მიერ.
„ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტაა; ეს ერთი კონკრეტული ბლოკჩეინის გამოყნებაა. თუმცა, ტექნოლოგიას სხვა ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვს. მსგავსი სიტუაციის წარსული მაგალითი რომ ავიღოთ, იმეილი ინტერნეტის ერთი კონკრეტული გამოყენებაა და ნამდვილად დაეხმარა მის პოპულარიზებას, მაგრამ მის გარდა სხვა ბევრი გამოყენების საშუალება არსებობს.“ - გევინ ვუდი, ეთერიუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
წყარო: Blockgeeks.com
თარგმანი: ანა მიქატაძე
რედაქცია: ბექა დალაქიშვილი