top of page

რისი გაკეთება შეუძლია ბლოკჩეინს?

ბოლო 30 წლის განმავლობაში, ფინანსური ინსტიტუტების თაოსნობით, უამრავი ინდუსტრია დაინგრა; მათ აქვთ გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს რევოლუციურმა ტექნოლოგიებმა მათზე, თუ ისინი იქნებიან უმოძრაონი.

ცვლილებებთან ადაპტაციისთვის, ბანკებმა ძალზე აქტიურად დაიწყეს R&D ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების განვითარება და ბლოკჩეინის დეველოპერ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რათა სრულად გათვიცნობიერებულიყვნენ ტექნოლოგიის რევოლუციურ პოტენციალში.

ფინანსური ინსტიტუტები იყვნენ პირველები, ვინც ამ საქმის შესწავლა დაიწყო, მაგრამ ასევე იქცევიან საგანმანათლებლო დაწესებულებები, მთავრობები და საკონსულტაციო კომპანიები.

მთელი მათ მიერ გაწეული შრომა ემატება თავად მეწარმეებისა და დეველოპერების მიერ შესრულებულ სამუშაოს, რაც გულისხმობს ბიტკოინის ან ეთერიუმ ბლოკჩეინების გამოყენების ახალი გზების აღმოჩენას, ან სრულიად ახალი ბლოკჩეინების შექმნას.

ეს გრძელდება ბოლო სამი წლის განმავლობაში და შედეგები ნელ-ნელა თვალსაჩინო ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი საკითხი ბურუსითაა მოცული, შემდეგი ფაქტები დანამდვილებით ვიცით ბლოკჩეინის შესაძლებლობების შესახებ:

მას შეუძლია ციფრული იდენტურობის შექმნა

როგორც ჩვენს გზამკვლევში, „როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია“, არის განხილული, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პიროვნების იდენტიფიცირების ნაწილი განხორციელებულია კრიპტოგრაფიული გასაღებებით. პირადი და საჯარო გასაღებების კომბინაცია ქმნის ძლიერ ციფრულ იდენტურობას, რომელიც დაფუძნებულია საკუთრებაზე. საჯარო გასაღების მეშვეობით ხდება პიროვნების იდენტიფიცირება ხალხის ნაკადში (ელექტრონული ფოსტის მისამართის მსგავსად), პირადი გასაღებით კი ისინი თანხმობას აცხადებენ ციფრულ ურთიერთქმედებებზე. კრიპტოგრაფია მნიშვნელოვანი კომპონენტია ბლოკჩეინ რევოლუციაში.

 

შეუძლია შეასრულოს ჩანაწერთა სისტემის როლი

ბლოკჩეინი არის ინოვაცია ინფორმაციის რეგისტრაციასა და გადანაწილებაში. ის არის მოსახერხებელი, როგორც სტატიკური (რეგისტრაცია), ასევე დინამიკური (ტრანზაქცია) მონაცემების დასაფიქსირებლად და წარმოადგენს ჩანაწერთა სისტემის ევოლუციას.

რეგისტრაციის დროს, მონაცემები ბლოკჩეინზე შეიძლება შეინახოს შემდეგი სამი გზის ნებისმიერი კომბინაციით:

არაკოდირებული მონაცემები - არის სრულიად გამჭირვალე და ბლოკჩეინის ნებისმიერი მონაწილისათვის ხელმისაწვდომი.

კოდირებული მონაცემები - წაკითხვა შეუძლიათ მხოლოდ გასაშიფრი გასაღებით. გასაღები უზრუნველყოფს წვდომას ბლოკჩეინის მონაცემებზე და შეუძლია გამოავლინოს ვინ და როდის დაამატა ეს ინფორმაცია.

ჰაშ მონაცემები - შეიძლება წარმოდგენილი იყოს ჰაშ ფუნქციასთან ერთად, რომლის შედეგადაც იგი მიიღეს, რათა დადასტურდეს ინფორმაციის სინამდვილე და უტყუარობა.

ბლოკჩეინ ჰაშები, როგორც წესი, ხორციელდება საწყის მონაცემებთან კომბინაციით. მაგალითად, ციფრული „თითის ანაბეჭდები“ ბლოკჩეინში მოცემულია, როგორც მისი ჰაშები მაშინ, როცა ძირითადი ინფორმაცია შენახულია ქსელგარეშე (Offline).

მსგავსი გზით, გაზიარებულმა ჩანაწერთა სისტემამ შეიძლება შეცვალოს სხვადასხვა ორგანიზაციის ერთად მუშაობის პრინციპი.


ბოლო დროს, როცა ინფორმაციის შენახვა კერძო სერვერებზე დაიწყო, კომპანიებს შორის ტრანზაქციები ძალიან გაძვირდა, რადგან ეს ტრანზაქციები მოიცავს ჩანაწერების დამუშავებას, პროცედურებსა და შემოწმებებს.

 

შეუძლია დაამტკიცოს მონაცემთა უცვლელობა (ორიგინალურობა)

 

ბლოკჩეინის საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ის ინახავს მთელს თავის ისტორიას. ამიტომ, ხშირად, მას უცვლელს უწოდებენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბაზაში ინფორმაციის შეცვლას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, რადგან ეს მოითხოვს იმ კონკრეტული ჩანაწერის შემდგომ ყველა მონაცემის შეცვლას ქსელში ჩართული თითოეული პირისთვის. შესაბამისად, ის უფრო ჩანაწერთა სისტემაა, ვიდრე საინფორმაციო ბაზა. მონაცემთა გაყალბების შესაძლებლობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გამკვლევში - „რა არის განსხვავება ბლოკეჩინსა და მონაცემთა ბაზას შორის“

 

შეუძლია მოგვევლინოს როგორც პლატფორმა

კრიპტოვალუტები იყო პირველი პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით განვითარდა. ახლა ხალხი ამ პლატფორმას იყენებს არა მხოლოდ კრიპტოვალუტის გასაცვლელად, არამედ სხვადასხვა „გონიერი კონტრაქტისთვის“ (Smart Contracts).

ბოლო დროს, ტერმინი „გონიერი კონტრაქტი“ საკმაოდ ხშირად გვესმის. მისი იდეა შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს:

არსებობს 1990 წელს ნიკ ზაბოს მიერ შექმნილი 'vending machine' გონიერი კონტრაქტები. ამ შემთხვევაში, კომპიუტერები იწყებენ მუშაობას მაშინ, როდესაც იღებენ ინფორმაციას გარე წყაროდან, ან აგზავნიან ბლოკჩეინის გამააქტივირებელ სიგნალს.

ასევე არსებობს სამართლებრივი გონიერი კონტრაქტები(იგივე Ricardian). მათი უმეტესობა ემყარება ფაქტს, რომ კონტრაქტი არის აზრების თანხვედრა და ყველა მხარის შეთანხმების შედეგი გარკვეული საკითხის შესახებ. ასე რომ, კონტრაქტი შეიძლება იყოს ვერბალური და წერილობითი შეთანხმების ერთობლიობა და დღეისათვის, ამას შეიძლება დაემატოს ბლოკჩეინის ისეთი სასარგებლო ასპექტები, როგორებიცაა დროითი შტამპი (ბლოკში მოცემული ტრანზაქციის ფიქსირებული დრო ე.წ. timestamps) კრიპტოვალუტები, აუდიტი, დოკუმენტების კოორდინაცია ან ბიზნესის ლოგიკა.

უკანასკნელია ეთერიუმის გონიერი კონტრაქტები. ესენია პროგრამები, რომლებიც ეთერიუმის ბლოკჩეინში განხორციელებული ტრანზაქციების შედეგად წარმოშობილ აქტივებს აკონტროლებს. თავად ეთერიუმი არის პლატფორმა გონიერი კონტრაქტის კოდისათვის.

ბლოკჩეინები არ იქმნება ახალი ტექნოლოგიით, ის ყალიბდება სამი არსებული ტექნოლოგიის ურთიერთქმედებით. ესენია პირადი გასაღების კრიპტოგრაფია, პირისპირა ქსელი და პროგრამა (პროტოკოლი, რომლითაც მუშაობს ბლოკჩეინი)

 

 

ავტორი: ნოლან ბურლე

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი, ანა მიქატაძე

bottom of page