top of page

როგორ მუშაობს ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

არსებობს სამი ძირითადი ტექნოლოგია, რომლებზეც ბლოკჩეინია დაფუძნებული.

 

არც ერთი ამ ტექნოლოგიათაგან არ წარმოადგენს სიახლეს. ახალი არის მხოლოდ მიდგომა მათი გამოყენებისადმი.

ეს ტექნოლოგიებია: 1) კრიპტოგრაფიული ჰაშები, 2) გადანაწილებული ქსელი საერთო საბუღალტრო წიგნაკით (დავთარით) და 3) სტიმული ქსელის ტრანზაქციების, ჩანაწერებისა და უსაფრთხოებისათვის (იგივე პროტოკოლი).

ქვევით განხილულია ამ ტექნოლოგიების ერთობლივი მოქმედება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ციფრული ურთიერთობების უსაფრთხოება. 

კრიპტოგრაფიული გასაღები

ორ ადამიანს სურს, ინტერნეტით განახორციელოს ტრანზაქცია. თითოეულ მათგანს აქვს პირადი და საჯარო გასაღები.

პირადობა

საკუთრების მყარი კონტროლი არაა საკმარისი ციფრული ურთიერთობების უსაფრთხოებისათვის. მართალია, იდენტიფიკაციის საკითხი მოგვარებულია, მაგრამ საჭიროა ამის კომბინაცია  ტრანზაქციების დადასტურებასა და ნებართვებთან (ავტორიზაციასთან).

ბლოკჩეინის შემთხვევაში ეს იწყება გადანაწილებული ქსელით.

გადანაწილებული ქსელი

გადანაწილებული ქსელის სარგებელი და საჭიროება შეიძლება აღვიქვათ შემდეგი მაგალითით: „თუ ტყეში ხე წაიქცა“.

როცა ტყეში ხე წაიქცევა და ამას კამერა დააფიქსირებს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ფაქტის სინამდვილეში. დამატებითი, გარემო ფაქტორების გაურკვევლობის შემთხვევაშიც კი გვაქვს ვიზუალური მტკიცებულება.

ბიტკოინ ბლოკჩეინის მთავარი თვისება ისაა, რომ არის ფართო ქსელი საკონტროლო მოწყობილობებით (კამერის მსგავსად), რომლებიც თანხმდება ერთსა და იმავე დროს გარკვეული ფაქტის არსებობის შესახებ. კამერების ნაცვლად გამოიყენება მათემატიკური ვერიფიკაციები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქსელის სიდიდე მნიშვნელოვანია მისი საიმედოობისათვის.

ბიტკოინ ბლოკჩეინი არის საკმაოდ ვრცელი და აერთიანებს უამრავი კომპიუტერის ენერგიას - სწორედ ესაა მისი ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება. დღეისათვის, ბიტკოინის ბლოკჩეინის სიმძლავრე შეადგენს 12 მილიონ ტერაჰაშს წამში (TH/s), რაც უფრო მეტია ვიდრე, ერთად აღებული მსოფლიოს უდიდესი 10,000-მდე ბანკის კომპიუტერული სიმძლავრე.  

ჩანაწერების სისტემა

კრიპტოგრაფიული გასაღების ამ ქსელთან კომბინირებისას აღმოცენდება ციფრული ურთიერთქმედების ძალზე სასარგებლო ფორმები. პროცესი იწყება A-ს მიერ პირადი გასაღების მიღებით, კეთდება გარკვეული ფორმის განაცხადი - ბიტკოინის შემთხვევაში იგზავნება კრიპტოვალუტის ჯამი - და ემაგრება B-ს საჯარო გასაღებს.

პროტოკოლი

ხელმოწერების, დროითი შტამპისა  და შესაბამისი ინფორმაციის მომცველი ბლოკი გადაეცემა ქსელში ჩართულ ყველა პირს.

ქსელის სერვისის პროტოკოლი

ინფორმაციის ქსელში განთავსების უკეთ გასააზრებლად, დავუბრუნდეთ მანამდე მოყვანილ, ტყეში ხის წაქცევის მაგალითს: რეალურად, ტყეში ხის წაქცევის ფაქტმა შეიძლება შემდეგი კითხვა გააჩინოს: რატომ უნდა იყოს მილიონობით კომპიუტერი კამერებით ხის შესაძლო დაცემის მოლოდინში? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორ უნდა მოიზიდოს ამ ქსელის უსაფრთხოებისათვის და გასამართად საჭირო კომპიუტერული ენერგია?

ღია, საზოგადო ბლოკჩეინებისთვის ეს გულისხმობს მაინინგს (მოპოვებას).

ბლოკჩეინის შემთხვევაში, ქსელის სერვისის უზრუნველყოფისასთვის არსებობს ჯილდო ერთ-ერთი კომპიუტერისთვის. საზოგადოების სერვისის გასაუმჯობესებლად ადამიანის პირადი ინტერესია გამოყენებული.

ბიტკოინის შემთხვევაში, პროტოკოლის მიზანია, აღმოფხვრას ერთი ბიტკოინით ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ტრანზაქციის შესრულების შესაძლებლობა.

აქვე არის განხილული ბიტკოინის მოქმედება, როგორც ოქროსი, საკუთრების. ბიტკოინები და მათი ძირითადი ერთეულები (satoshis) უნდა იყოს უნიკალური და უნდა ჰქონდეს ფასი. ამის მისაღწევად, ქსელში ფიქსირდება და ინახება თითოეული ბიტკოინის გამოყენების ისტორია, რომელიც ეფუძნება სამუშაოს შესრულების მტკიცებულების (Proof-of-work) მათემატიკური ალგორითმის ამოხსნას.

ვინც პირველი ამოხსნის ჰაშს, ქსელს ხმას აწვდენს CPU-ს ენერგიით, ქსელში ჩართული პირები კი ეთანხმებიან ახალ ბლოკებს ან უარყოფენ მიუღებელ ბლოკებს. როდესაც მაინერების უმეტესობა მიაღწევს შეთანხმებას, ჯაჭვს ემატება ახალი ბლოკი და ბლოკიჩეინში ბლოკის დამმატებელი იღებს 12,5 ბიტკოინს ჯილდოდ. ეს ბლოკი  შეიცავს დროით შტამპს და შეიძლება შეიცავდეს მონაცემებს და შეტყობინებებს.

ქვევით განხილულია ბლოკჩეინი: 

ტიპი, რაოდენობა და დადასტურება შეიძლება განსხვავდებოდეს ბლოკჩეინების მიხედვით. ეს დამოკიდებულია ბლოკჩეინის პროტოკოლზე, ანუ რა არის მიჩნეული სწორ და რა - არასწორ ტრანზაქციად, ან მართებულად შეიქმნა თუ არა ახალი ბლოკი. დადასტურების პროცესი შეიძლება სპეციფიკური იყოს თითოეული ბლოკჩეინისთვის. ნებისმიერი საჭირო წესი და სტიმული შეიძლება შეიქმნას მაშინ, როცა საკმარისი რაოდენობის ქსელში ჩართული პირები მიაღწევენ შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დადასტურდეს ტრანზაქციები.

ეს არის მომხარებლის არჩევანი და ხალხი მხოლოდ ახლა იწყებს სტრუქტურის გამოცდას.

ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ბლოკჩეინის განვითარების პერიოდში, რომლის დროსაც ბევრი ექსპერიმენტი ტარდება. დღეისათვის არსებული დასკვნებით ბლოკჩეინის პროტოკოლების სრულყოფილად გააზრება და გამოყენება ჯერ კიდევ წინ გველის.

 

 

წყარო: Coindesk.com

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი, ანა მიქატაძე

bottom of page