top of page

IOTA - კრიპტოვალუტა საგნების ინტერნეტის ინდუსტრიისთვის


(წყარო:coinspeaker.com)

ჩვენი მომხმარებლის თხოვნით, გთავაზობთ ინფორმაციას კრიპტოვალუტა IOTA-ს შესახებ. სტატია მოიცავს სხვადასხვა ტექნიკურ დეტალებს, რომლებიც შეიძლება ბევრი მომხმარებლისათვის გაუგებარი იყოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ და სულ მალე შემოგთავაზებთ სტატიის გამარტივებულ შინაარსს.

კოდი: IOTA (MIOTA)

ბაზრები: Bitfinex, Binance, Coinone, Okex, Coinfalcon

ბოლო ექვს წელიწადში ბიტკოინმა დაამტკიცა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ფიზიკური სამყაროსთვის რეალური ღირებულება აქვს, მაგრამ არსებობს პატარა პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის ტექნოლოგიას, კრიპტოვალუტებისთვის სრულყოფილი პლატფორმა გახდეს. ამის ერთ-ერთი მაგალითია საკომისიოები და მიკროტრანზაქციები. რა თქმა უნდა, ლოგიკას მოკლებულია, რომ საკომისიო ამ ტრანზაქციის ოდენობაზე უფრო მეტია, რაც უკვე, თუნდაც ბიტკოინის ბლოკჩეინში, ხშირად გვხვდება.



IOTA, ეს არის კრიპტოვალუტა საგნების ინტერნეტის (Internet of Things) (ურთიერთკავშირის) ინდუსტრიისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს კრიპტოვალუტა დაფუძნებულია არა ბლოკჩეინზე, არამედ tangle ტექნოლოგიაზე და ტრანზაქციების შესანახად იყენებს პირდაპირ არაციკლურ გრაფას (DAG, direct acyclic graph). Tangle-ის მთავარი იდეა არის შემდეგი: ტრანზაქციის შესასრულებლად, მომხმარებლებმა უნდა დაადასტურონ სხვისი ტრანზაქციები. აქედან გამომდინარე, იოტას ქსელში არ იარსებებს საკომისიოები და მის ნაცვლად, როგორც აღვნიშნეთ, უბრალოდ საჭირო იქნება სხვისი ტრანზაქციების დადასტურება. ეს ყველაფერი ქსელს საშუალებას აძლევს გაატაროს მიკრო და ნანო ტრანზქციები, რასაც ტრადიციული ბლოკჩეინი ვერ ახერხებს არსებული საკომისიოების გამო.

აღსანიშნავია, რომ Tangle არის კვანტური კომპუტაციების გამძლე - ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაუძლოს კვანტური კომპიუტერის შეტევას, რაც უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

განსხვავებით ბლოკჩეინისგან, tangle-ს მასშტაბურობის პრობლემა არ გააჩნია, რადგან რაც მეტი მომხმარებელი ემატება ქსელს, მით უფრო სწრაფდება ტრანზაქციის დრო და მით უფრო დაცული ხდება იგი.მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს არის ბლოკგარეშე, საკომისიოების არქმონე ქსელი, სადაც ნოდები მაინინგის ნაცვლად ერთმანეთს უდასტურებენ ტრანზაქციებს. სადაც არ არის მაინინგი, იქ არ არის მასშტაბურობის პრობლემა, პირიქით, რაც მეტი პირია ჩართული ქსელში, მით უკეთ მუშაობს ის. საგნების ინტერნეტის იდეა, რომელიც ასრულებს ტრანზაქციებს ჩვენი (ადამიანების) ნებით, არც თუ ისე შორეული რეალობაა, თუ ეს იქნება ხელსმისაწვდომი და სწრაფი.


რომ გავიგოთ იოტას გამოყენების პერსპექტივა, განვიხილოთ მაგალითი:

არც თუ შორეულ მომავალში, მძღოლგარეშე მანქანები კაცობრიობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. უკვე ძალიან ბევრი კომპანია ტესტავს ასეთ ავტომობილებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენც და მეც გვყავს ასეთი მანქანები. ვინაიდან ჩვენ აღარ მოგვიწევს მისი ხელით მართვა, ლოგიკურია, რომ მისი სახლთან ახლოს პარკირების საჭიროებაც აღარ იქნება. ასე რომ, მეც და თქვენც გვყავს ავტომობილი, რომელიც პარკირებულია სახლიდან მოშორებით, ვთქვათ, ნახევარ კილომეტრში.

წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: ორშაბათი დილაა, თქვენ სამსახურში უნდა იყოთ 8:30 საათზე, ხოლო მე - 9-ზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენმა მანქანამ უფრო მალე უნდა მოგაკითხოთ თქვენ, ვიდრე მე - ჩემმა. ახლა დავუშვათ, რომ ისინი გზაში გაიჭედნენ, რადგან გაუთვალისწინებელი სამუშაოები მიდინარეობს გზის რომელიღაც მონაკვეთში. სწორედ ამ მომენტში, tangle ავლენს თავის უპირატესობას: ვინაიდან თქვენ წინასწარ გაქვთ მითითებული ის დრო, რა დროშიც თქვენმა მანქანამ უნდა მოგაკითხოთ, ის საცობში მდგომ სხვა მანქანებთან დაამყარებს კომუნიკაციას, გაარკვევს მათ მარშრუტს და დაიწყებს მათთან მოლაპარაკებას/ვაჭრობას. იოტას გამოყენებით, თქვენი მანქანა ჩემს მანქანას გადაუხდის მოლაპარაკებულ თანხას და პირველი გამოივლის საცობიდან, რადგან თქვენ უფრო მოკლე დროში გჭირდებოდათ იგი. ვინაიდან ამ საცობში ბევრი სხვა ავტომობილიც იქნება, ისინი დაადასტურებენ ჩემსა და თქვენი მანქანის ტრანზაქციას მალევე. ეს ძალიან ფუტურისტულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ სამომავლოდ დიდი შანსია იმისა, რომ ასეთი სახის სიტუაციები მოგვარდეს და ეს ყველაფერი - tangle-ის მეშვეობით.

Comments


bottom of page