top of page

ჩინეთი ლიბრას გაშვების გამოცხადებაზე რეაგირებს


ფეისბუქის მიერ ლიბრას გაშვების გამოცხადებამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიზიდა როგორც კრიპტო და ფინტექის წარმომადგენელთა, ისევე გლობალურ გეოპოლიტიკაში ჩართულ მთავარ მოთამაშეთა ყურადღება, როგორებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთის ხელისუფლება.


სამხრეთ ჩინეთის დილის სიახლეების თანახმად, ვანგ ქსინმა, ჩინეთის ხალხთა ბანკის კვლევითი ბიუროს დირექტორმა, გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ კერძო კომპანიების ჯგუფმა შეიძლება გააკონტროლოს ვალუტა, რომელიც გლობალურ მასშტაბზე აპირებს მონეტარული სისტემის შეცვლას.


„თუ ლიბრას მასშტაბურად გამოიყენებენ გადახდებისთვის, კერძოდ კი საზღვართშორისი გადახდებისთვის, შეძლებს ის იმუშაოს ფულის მსგავსად და შესაბმისი გავლენა ჰქონდეს მონეტარულ პოლიტიკაზე, ფინანსურ სტაბილურობასა და საერთაშორისო მონეტარულ სისტემაზე?“


პოლიტიკაში ფინანსები ალბათ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო ან დიპლომატური ნაწილი და ეს ჩინეთმა ძალიან კარგად იცის.


შესაძლოა ლიბრა გლობალურ მასშტაბზე გავიდეს და ეს ჩინეთისთვის ძალიან საშიშია


ჩინეთი გამოწვევას არასდროს შეშინებია და ლიბრას გაშვების გამოცხადებაც არაა გამონაკლისი. თუ ფეისბუქი თავისი კრიპტოვალუტის გლობალურ ათვისებას მოახერხებს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება დოლარით ტრადიციული ფინანსური ბაზრის დომინირების გარდა ციფრული ვალუტების სამყაროსაც გააკონტროლებს.


აღსანიშნავია, რომ ლიბრა უნდა ექვემდებარებოდეს ამერიკის რეგულაციებს, თანაც ის სხვადასხვა ტრადიციული ვალუტითაა გამყარებული, რომლებიც თავის მხრივ ამერიკულ დოლარს ეფუძნებიან. თუ კომპანიები ჩინეთს იმ წილს არ მისცემენ, რომელსაც ის იმსახურებს, აზიის გიგანტი სავარაუდოდ ციფრული ერის ახალ გლობალურ ეკონომიკურ თამაშში უკან ჩამორჩება. ეს ის სცენარია, რომლის თავიდან არიდებაც უნდა ჩინეთს.


ჩინეთი ციფრული ომის საბრძოლველად მზადაა


ფეისბუქის გავლენისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ჩინეთი აჩქარებს ოფიციალური კრიპტოვალუტის შექმნას. ვანგმა გამოაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება იწყებს კვლევას ციფრულ ფინანსებზე ქვეყნის რამდენიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში, მათ შორის ბეიჯინგის, რენმინის, ჟეჟიანგისა და შანხაი ჟიაო ტონგის უნვერსიტეტებში.


ლიბრა მხოლოდ ჩინეთისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს


ახალი კრიპტოვალუტის გაშვების გამოცხადებამ, რომელსაც გლობალური გავლენა უნდა ჰქონდეს, იაპონიაც ააღელვა. თავად ამერიკის ხელისუფლებამაც კი სთხოვა მარკ ცუკერბერგს დეველოპმენტის ცოტა ხნით შეჩერება. სამწუხაროდ, ამას ჩინეთი ვერ იზამს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფეისბუქის ლიბრა ამერიკას ჩინეთზე მაღლა აყენებს.


წყარო: ccn.com

bottom of page