top of page

რიპლი ფასის ზრდის ნიშნებს ავლენს


შენიშვნა: ბლოგი არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას. მსგავსი გადაყვეტილებები გააკეთეთ მხოლოდ საკუთარ კვლევაზე დაფუნებით.


2018 წლის კოლაფსის შემდეგ რიპლი კრიპტოვალუტების ბაზრის სხვა მოწინაურეებს შორის ყველაზე ჩამორჩენილი იყო. ეს შესაძლოა მალე შეიცვალოს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის დაღმასვლის შემდეგ 13,800$-დან. “Crypto Michaël”-ი, კრიპტოვალუტებით მოვაჭრე და ტექნიკური ანალიტიკოსი, ტვიტერზე წერს, რომ რიპლი „უკვე გამოსულია დაღმავალი ტრენდიდან.“


იგი ამატებს, რომ ბიტკოინთან მიმართებაში რიპლი მინიმუმ 150%-იან ზრდასაც კი აჩვენებს. მისი აზრით, XRP იგივე ნიშნებს აჩვენებს, როგორიც 2018 წლის სექტემბერსა და 2017 წლის ნოემბერში ვნახეთ. ამ ნიშნებს 193%-იანი და 1,800%-იანი ზრდები მოჰყვა.


რიპლის წარმატებები


რიპლის ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფის შედეგად, რაც Ripple Labs-ის პოზიტიურმა ძირითადმა გაუმჯობესებებმა გამოიწვია, კრიპტოვალუტა კიდევ უფრო მყარად გამოიყურება. როგორც უკვე ვიცით, აღნიშნულმა ვალუტამ უკვე დადო ხელშეკრულება კომპანია MoneyGram-თან.

ამ ორწლიანი ხელშეკრულების წყალობით რიპლი გადახდის სერვისების გიგანტის მთავარი პარტნიორი იქნება საზღვართშორისი გადახდებისთვის. ეს სიახლე რიპლის მხარდამჭერებისთვის სერიოზულ წინსვლას მოასწავებს.


წყარო: ethereumwordlnews.com

bottom of page