„Dr Doom“ რუბინი JP Morgan-ის კომიკურ კრიპტოვალუტას აკრიტიკებს
„მე ვეთანხმები ნურიელს“- განაცხადა კრიპტო ენთუზიასტმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორის და ბიტკოინის კრიტიკოსის, ნურიელ რუბინის, მისამართით.
კრიპტოვალუტის მოყვარულისთვის ნურიელ რუბინის აზრის გაზიარება დაუჯერებელია. გლობალური ეკონომისტი აშშ-ის სენატორების თანდასწრებით ბიტკოინს „თაღლითობის სათავეს და საპნის ბუშტს უწოდებდა“. მან ძირითადი მასმედიისთვის ციფრული ვალუტის საწინააღმდეგო დეტალური აღწერა გამოაქვეყნა. იგი ზეიმობდა, როდესაც კროპტოვალუტის ფასები მკვეთრად დაეცა. მოკლედ რომ ვთქვათ, არც ერთი კრიპტო ენთუზიასტი არ დაეთანხმება ნურიელ რუბინის, მეტსახელად „Dr Doom“-ს (დოქტორ აღსასრული). ყოველ შემთხვევაში, JP Morgan-ის გამოჩენამდე ასე იყო.
ამერიკულმა საერთაშორისო ბანკმა გამოაცხადა, რომ ციფრული ვალუტა რიპლის (XRP) მსგავსი „JPM Coin“-ი შექმნა, რომელიც ბანკის კლიენტებს შორის ოპერაციებს საზღვრების მიუხედავად დაუყონებლივ ახორცილებს. გამომდინარე იქიდან, რომ მონეტების შექმნისათვის გამოყენებულია ბლოკჩეინი, საინფორმაციო საშუალებებმა JPM Coin-ს -კრიპტო უწოდეს.
„Dr Doom“ რუბინი ამას არ ეთანხმება.
JPM Coin-ის თაობაზე განცხადების გაკეთების შემდგომ, JP Morgan-ი განმარტავს, რომ მისი ახალი კრიპტოვალუტა სტაბილური მონეტაა, რაც გულისხმობს, რომ ის ტრადიციულ ფულთან შეჭიდულია 1:1 კურსით. გარდა ამისა, კომპანია აცხადებს, რომ იყენებს ნებადართულ ბლოკჩეინის ქსელს, რაც ნიშნავს, რომ მასზე წვდომა მხოლოდ იმ იურიდიულ პირებს ექნებათ, რომლებიც აკმაყოფილებენ JP Morgan KYC-ს (იცნობდე შენს კლიენტს) სტანდარტებს.
რუბინიმ მაშინვე დაწერა ტვიტერზე, რომ JP Morgan-ის სტაბილური მონეტა კრიპტოვალუტას არ წარმოადგენდა :
„ რა კავშირშია ახალი JP Morgan-ის ე.წ. მონეტა ბლოკჩეინსა და კრიპტოსთან? ის კერძოა და არა გაზიარებული, დახურული და არა ინკლუზიური ქსელით, რომლის მეშვეობით ტრანზაქციები დასტურდება არა მათემატიკური პირობებით, არამედ უფლებამოსილი პირებით, ეს მონეტა ცენტრალიზებულია და არა დეცენტრალიზებული. ამ მონეტის კრიპტოვალუტად მოხსენიება უბრალოდ დაცინვაა“.
ამის შემდგომ, რუბინიმ ხაზი გაუსვა, რომ JPM Coin ვერ გასცდება JP Morgan-ს კედლებს. აღნიშნული რომ იყოს ბიტკოინი ან ნებისმიერი დეცენტრალიზებული აქტივი, ქსელი შეძლებდა მისი ტრანზაქციების დამუშავებას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. თუმცა, მონეტას შეუძლია ჩაანაცვლოს Swift-ი, უძველესი სისტემა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება ტრანზაქციის ჩასატარებლად.
ახალი არაფერია, რუბინი კრიპტოვალუტას კვლავ აკრიტიკებს.
რუბუნის ტვიტის შემთხვევაში პირველად აღმოჩნდა ისე, რომ მის მოსაზრებას იზიარებდა კრიპტოვალუტის საზოგადოებაც. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ მან ბიტკოინი განიხილა, როგორც JPM Coin-ის უკეთესი ალტერნატივა. შევხედოთ:
კრიპტოვალუტის მომხრეების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამჟამად JPM Coin-ის პროექტის მხარდამჭერი, ამავე ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმი დაიმონი, რომელიც წარსულში ბიტკოინს თაღლითობას იწოდებდა, შეძლებს კარგი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის შექმნას. მათთვის ის ფაქტი, რომ მსხვილი ბანკი ბიტკონს ერთ-ერთ ტექნოლოგიად განიხილავს, საუკეთესო ახალი ამბავია დიდი ხნის მანძილზე.
მუხედავად ამისა, რუბინის ტვიტი იყო მცდელობა ერთმანეთისგან გაემიჯნა დეცენტრალიზებული აქტივები და სტაბილური მონეტა, რომელსაც მხარს უჭერენ მსხვილი ინსტიტუციები. ეს ბიტკოინს არ დააზარალებს, თუმცა იმედებს გაუცრუებს მყიდველებს, რომლებსაც სჯერათ, რომ JP Morgan-ს მიერ გაკეთებული განცხადება ციფრული მონეტაზე დადებით ზეგავლენას იქონიებს.
წყარო: www.ccn.com