top of page

კრიპტოვალუტა კვლავ იმსახურებს კრიტიკას


კრიპტო ენთუზიასტების საწინააღმდეგოდ, რომლებიც ბიტკოინს არნახულ პოტენციალს უწინასწარმეტყველებენ, საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მთავარმა მენეჯერმა, ავგუსტინ კარსტენმა, ციფრული აქტივების ღირებულება უარყო და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ პროგრამული ალგორითმებია ყოველგვარი გამოყენებადობის გარეშე.


„’ვალუტების’ გამოყენება დამაბნეველია. კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერი და ტეზერი, ფულის მთავარ ფუნქციებს არ ასრულებს.“ - აღნიშნა მან და ისიც დაამატა, რომ მათი ფასი ზედმეტად მერყევია:


„არცერთი კრიპტოვალუტა არაა ნამდვილი ფულის ერთეული, არც გადახდის ინსტრუმენტი და წელს ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ ის საკმაოდ ცუდი ღირებულების შემნახველიცაა. კრიპტოვალუტების შემსყიდველები მეტს არაფერს ყიდულობენ, თუ არა პროგრამულ ალგორითმს.“


ერთ-ერთ ინტერვიუში კარსტენმა მოუწოდა კრიპტოში დაინტერესებულ ახალგზარდობას, თავი დაენებებინათ ფულის შექმნის მცდელობისთვის. ამის მაგივრად მან ურჩია თავიანთი ძალისხმევა ტექნოლოგიური განვითარებებისკენ მიემართათ, რაც მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევდა. ის იმდენად შორსაც კი წავიდა, რომ ბიტკოინს „საპნის ბუშტი, პონზი სქემა და გარემოს დაბინძურების კუთხით კატასტროფა“ უწოდა.


წყარო: ccn.com


bottom of page