top of page

ეთერიუმისა და Filecoin-ის საერთო პროექტი


ეთერიუმის ორგანიზაცია, ბლოკჩეინ მონაცემთა შემნახველ ქსელთან, Filecoin-თან ერთად, სპეციალიზირებული მაინინგ მოწყობილობების შექმნაში დებს რესურსებს.


დეველოპერების წლიურ შეხვედრაზე, Devcon-ზე, ეთერიუმის მკვლევარმა, ჯასტინ დრეიკმა, ASIC-ების დიზაინის პირველი ჩანახატები წარადგინა, რომლებიც ეთერიუმის სამომავლო ტექნოლოგიას, „beacon chain-ს“, დაუჭერს მხარს.


Beacon chain-ი რიცხვების შემთხვევითი გენერატორია და ის ეთერიუმის ქსელის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს წილის მტკიცებულების (proof of stake) შემუშავების გეგმაში.


მიუხედავად იმისა, რომ ASIC-ი ძირითადად მაინინგთან დაკავშირებულ ტექნოლოგიასთან ასოცირდება, ეთერიუმ 2.0-თვის განკუთვნილი ეს მოწყობილობა ასეთი ინტენსივობის გამოთვლებს არ გულისხმობს.


ამის მაგივრად, ეს ASIC-ები ბევრად უფრო იაფიანი ოპერაციისთვის გამოიყენება, რომელსაც დადასტურებადი დაგვიანების ფუნქცია (Verifiable Delay Function) ეწოდება. ეს ეთერიუმის წილის მტკიცებულების სისტემაში ვალიდატორების არჩევითი პროცესისთვის გამოიყენება, რომლებმაც მაინერები უნდა ჩაანაცვლონ. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ხელს შეუშლის ნებისმიერ პირსა თუ ორგანიზაციას სისტემაზე კონტროლის მოსაპოვებლად საჭირო ენერგიის დაგროვებაში.


პროექტის განსახორციელებლად 20-დან 30 მილიონ დოლარამდე თანხაა გათვალისწინებული, როგორც ამას დრეიკი იტყობინება. ეს მოიცავს 15-დან 25 მილიონამდე კვლევისა და განვითარებისთვის, 5 მილიონამდე კი დაახლოებით 5,000 მოწყობილობის შემუშავებისთვის.


ამჟამად, ეთერიუმის ორგანიზაცია და Filecoin-ი, რომელმაც ICO-ზე 250 მილიონი დოლარის მოგროვება შეძლო, პროექტის შესაძლებლობების კვლევისთვის ხარჯებს იყოფენ.


წყარო: coindesk.com

bottom of page