top of page

მაიკ ნოვოგრაცის მოლოდინი ბიტკოინის ფასზე


მაიკ ნოვოგრაცი, კრიპტო საინვესტიციო ფირმა Galaxy Digital-ის აღმასრულებელი დირექტორი, წინასწარმეტყველებს, რომ ბიტკოინი 2019 წელს 20,000 დოლარს მიაღწევს, რაც ინსტიტუციური ინვესტიციების რაოდენობის მკვეთრი ზრდით იქნება განპირობებული.


მაიკის თქმით, ინსტიტუციური FOMO (გამორჩენის შიში) მომდევნო თვების განმავლობაში ბაზარს მაღლა წაიყვანს იმის ფონზე, რომ კრიპტოვალუტები ნელ-ნელა უფრო პოპულარული ხდება.


„ბიტკოინმა 6,800$-ს უნდა გადაასწროს, რათა ეს წელი 8,800$-9,000$-ზე დავხუროთ... 2019 წლის პირველ კვარტალში 10,000 მივაღწევთ, შემდეგ კი ახალ სიმაღლეებს დავიპყრობთ - 20,000$-მდე ან ზემოთ.“ - განაცხადა ნოვოგრაცმა Financial News-ში.


ამ წლის ზაფხულის განმავლობაში კრიპტო ბაზარზე მძიმე ვარდნები ფიქსირდებოდა და ეს თავისთავად ბიტკოინსაც შეეხო, რომელიც 2017 წლის ბოლოს თითქმის 20,000$ ღირდა.


მიუხედავად ასეთი დაღმასვლისა, კრიპტო ინდუსტრიამ მაინც შეძლო სათანადო აღიარების პოვნა, როდესაც ჰარვარდის, იეილისა და სტენფორდის უნივერსიტეტებმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობისთვის დიდი ხარჯები გაიღეს. არც MIT-ს, ჩრდილოეთ კეროლინას უნივერსიტეტს, და არც დარტმუთს არ გაუშვიათ ეს შესძალებლობა ხელიდან. საერთო ჯამში, ამ ექვსი უნივერსიტეტის მიერ ბლოკჩეინ სივრცეში ჩადებული თანხა 108 მილიარდ დოლარს შეადგენს.


წყარო: ccn.com


bottom of page