top of page

პირველი კრიპტო-ბირჟა, რომელიც 5 დიდ კანადურ ბანკთან თანამშრომლობს


კანადური კრიპტო-ფირმა Coinsquare ტრადიციული ფულის სამყაროს და ციფრულლი ვალუტების სექტორს ერთმანეთთად აახლოებს. ის პირველი კომპანიაა კანადაში, რომელიც 5 კანადის ყველაზე მსხვილ ბანკთან თანამშრომლობს. ამასთან, მან მესამე პირის შემოწმებაც გაიარა.


ეს პარტნიორობა ბირჟას თანხის შეტანისა და გამოტანის პროცესების გამარტივებაში დაეხმარება და, ამასთან ერთად, ხელს შეუწყობს მას ძლიერი საფუძვლის შექმნაში და გლობალურ ზრდაში. Coinsquare-ის აღმასრულებელი დირექტორის, ქოლ დაიმონდის, განცხადებით:


„ეს უზარმაზარი ბიძგია არა მხოლოდ Coinsquare-თვის, არამედ მთლიანი კანადური კრიპტო-ინდუსტრიისთვისაც. Coinsquare-ში ჩვენი მუდმივი მოტოა ‘გააკეთე ციფრული ვალუტა სწორად.’“


კომპანიამ იმასაც მიაღწია, რომ Linkedin-ისგან მეორე ადგილი ერგო ყველაზე პოპულარული სტარტაპის შექმნისთვის. სოციალურმა მედია პლატფორმამ 575 მილიონი ადამიანისგან მიღებული მონაცემები გამოიყენა ამ სტატუსის ბირჟისთვის მისანიჭებლად.


წყარო: blokt.com

bottom of page