top of page

გუგლი კირპტო რეკლამების მიმართ თავის დამოკიდებულებას ცვლის


2018 წლის განმავლობაში მრავალმა ინტერნეტ გიგანტმა კრიპტო რეკლამები აკრძალა. გლობალური რეგულაციის ფეხდაფეხ, ისეთმა ფირმებმა, როგორიცაა გუგლი, ტვიტერი და ფეისბუკი, აკრძალეს ყველა სახის რეკლამა, რომელიც რაიმე სახის ინფორმაციას შეიცავდა კრიპტოვალუტების, კრიპტო სერვისების, ICO-ებისა და კრიპტო სიახლეების შესახებ. რამდენიმე თვის წინ ფეისბუკმა თავისი რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო და კრიპტო რეკლამებს ფუნქციონირების თავისუფლება მიანიჭა. როგორც ჩანს, გუგლიც ამ გზას ადგას.

თავდაპირველად, ზემოთ ხსენებული აკრძალვები ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად შემოიღეს, თუმცა არცერთ პლატფორმას ამ თემასთან დაკავშირებით თავისი მომხმარებლებისთვის აზრი არ უკითხავს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

ფეისბუკმა, ICO-ებთან დაკავშირებული რეკლამების გარდა, ყველა კრიპტო რეკლამის განთავსება დაუშვა. თავიანთ მხრივ, კრიპტო ფირმებმა ფეისბუკისგან თანხმობა უნდა მიიღონ, რომ საკუთარი ლეგიტიმურობა დაამტკიცონ. გუგლიც ასევე იქცევა.

Paypers-ის თანახმად:

“ალფაბეტის გუგლი ზოგიერთ ბირჟას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში კრიპტო რეკლამების განთავსების უფლებას აძლევს. ეს ცვლილება 2018 წლის ოქტომბრიდან შევა ძალაში. რეკლამის განმთავსებლები მხოლოდ გუგლის თანხმობით შეძლებენ თავიანთი რეკლამების განთავსებას.“

რას ნიშნავს ეს?

დავიწყოთ იმით, რომ ეს კარგი აბავია. როდესაც გუგლმა აკრძალვების შესახებ განაცხადა, ამან კრიპტო ბაზარს მძიმე დარტყმა მიაყენა, ბიტკოინის ფასი 10%-ით დაეცა და საზოგადოება უკმაყოფილო დარჩა. მსგავსი რეგულაციები კრიპტოვალუტების პროგრესს აჩერებს, ეს კი არაა ის რაც საზოგადოებას სურს. ახლა კი, როდესაც გუგლი თავისი რეგულაციების მოხსნას იწყებს, ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ის კრიპტოვალუტების მიმართ დამოკიდებულებას იცვლის.

წყარო: cryptodaily.co.uk

bottom of page