StellarX-ი ოფიციალურად გაეშვა
სტელარზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული კრიპტო ბირჟამ, რომელსაც საკომისიოები არ გააჩნია, StellarX-მა, ბეტა ტესტირება გაიარა და პარასკევს, 28 სექტემბერს, ოფიციალურად გაეშვა.
ბირჟა ეფუძნება სტელარის უნივერსალურ ბაზარს. სტელარი საჯარო პროტოკოლია ტრადიციული ფულის კრიპტოვალუტაში გადაცვლისთვის. XLM ამჟამად მეექვსე ადგილს იკავებს ბაზრის კაპიტალიზაციით (წერის მომენტში 4.8 მილიარდი დოლარი).
კომპანიის ბოლო პრეს რილიზის თანახმად, StellarX-ი მომხმარებლებს პირდაპირ ამერიკის ბანკის ანგარიშიდან დოლარის გადმოტანის საშუალებას აძლევს. დამატებით, ის მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ღირებულებას სხვადასხვა ტრადიციულ ვალუტაში აჩვენებს, როგორიცაა ევრო, ჩინური იუანი, ჰონგ კონგის დოლარი, ბრიტანული ფუნტი და სხვა.
წყარო: cointelegraph.com