ჩინეთის ახალი სასტუმრო ეთერს მიიღებს
დაწესებულებას „ეთერიუმის სასტუმრო“ ჰქვია და ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მდებარეობს. ის პირველი სასტუმროა ქვეყანაში, რომელიც კრიპტოვალუტას იღებს. მფლობელებს არ დაუკონკრეტებიათ, როგორ აპირებენ რეგულატორებთან ბრძოლას. ამის მაგივრად მათ აქცენტი იმ ფაქტზე გააკეთეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია განვითარებისკენ.
სასტუმროს სურათებში ჩანს, როგორაა ერთ-ერთი კედელი ბიტკოინის ლოგოთი გაფორმებული, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ სასტუმრო მალე მთავარი კრიპტოვალუტის დამატებასაც აპირებს.
ჯერ-ჯერობით ადგილობრივი წარმომადგენლებისგან არანაირი საყვედური არ ისმის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ბანკის დამოკიდებულებას კრიპტოვალუტების მიმართ. მიუხედავად ამისა, ჩინელი ინვესტორები ICO-ს მონეტებს მაინც ყიდულობენ ტეზერისა და ბიტკოინის გამოყენებით..
წყარო: newsbtc.com