top of page

რა არის DAPP-ი?


თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების უმეტესობის საწყისი წერტილი დეცენტრალიზაციაა. ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და მომხმარებელთა შორის მისი გადანაწილება ამ ეკოსისტემის მამოძრავებელი ძალაა.


ბიტკოინის შექმნიდან მოყოლებული, მრავალი დეცენტრალიზებული ვალუტა და პროექტი შეიქმნა. ამ ბუნებრივი პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი კი „დეცენტრალიზებული აპლიკაციაა“, ანუ იგივე “DApp”.


მაინც რა არის DApp?


მოდი, გამოვიკვლიოთ თუ რა არის დეცენტრალიზებული აპლიკაცია და რითი ჯობს ის ჩვეულებრივს. Dapp-ი, ესაა აპლიკაცია, რომელიც დეცენტრალიზებულ პირისპირა ქსელზე ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ნორმალური აპლიკაცია ცენტრალიზებულ სერვერზეა მიმაგრებული, რაც ხარვეზის შანსს ზრდის. დეცენტრალიზებული აპლიკაციები ბლოკჩეინზე კრიპტოგრაფიულად ინახება და ამიტომ მსგავს ხარვეზებს არ განიცდის.

რადგანაც DApp-ების იდეა ჯერ კიდევ ახალია, ძნელია მათი ყველა შესაძლებლობის ჩამოთვლა, ამიტომ მათ ერთი განყენებული განმარტება არ აქვს. თუმცა, ეთერიუმი DApp-ების სამ ძირითად სახეს გვთავაზობს:

  1. აპლიკაციები, რომლებიც ფულს განკარგავს - ეს აპლიკაციები მომხმარებლებს ბლოკჩეინის გამოყენებით პირისპირა სახით ფულის გაცვლის და გადარიცხვის საშუალებას აძლევს. ბიტკოინი ამის შესანიშნავი მაგალითია.

  2. აპლიკაციები, რომლებიც ფულს რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებთან აკავშირებს - ეს აპლიკაციები გონიერი კონტრაქტების განსახორციელებლად რეალურ სამყაროში მიმდინარე პროცესებს იყენებს - თუ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, მაშინ გონიერი კონტრაქტი ამოქმედდება და მითითებული თანხა მითითებულ მისამართზე ავტომატურად გადაირიცხება.

  3. დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAOs) -მარტივად რომ ვთქვათ, DAO-ები ულიდერო ორგანიზაციებია, რომლებიც ბლოკჩეინზე არსებობს. ისინი წინასწარ დაწერილი პროგრამირებული წესების მიხედვით ფუნქციონირებს. ეს წესები განსაზღვრავს იმას, თუ რა გზით იღებენ მომხმარებლები ხმის მიცემაში მონაწილეობას და რამდენი ფული გადის კომპანიის კაპიტალიდან.


DAPP-ების უპირატესობები

  1. უსაფრთხოება - როგორც უკვე ვთქვით, დეცენტრალიზებული აპლიკაციები დეცენტრალიზებულ ქსელზე ფუნქციონირებს, ამიტომ ისინი ხარვეზებს არ განიცდის. ბლოკჩეინები კი თავიანთი ბუნებით ყველაზე უსაფრთხო მონაცემთა ბაზაა.

  2. კრიპტოვალუტებთან ინტეგრაცია - DApp-ები ადვილად ერწყმის კრიპტოვალუტებს და არა მხოლოდ - მათ თავიანთი მონეტების შექმნაც შეუძლია.

  3. გარეგანი ინტერვენციისადმი გამძლეობა - DApp-ების დეცენტრალიზებული ბუნება და ის ფაქტი, რომ მათ წინასწარ პროგრამირებული წესები აქვს, ნიშნავს, რომ ისინი გარეგანი ჩარევისგან დაცული არიან. ისინი, რეალურად, „შეუჩერებელი“ აპლიკაციებია, რომლებიც არანაირ კორუფციას არ განიცდის.

მომავალი


ჩვენ ჯერ კიდევ ბლოკჩეინ ტექნოლოგიისა და დეცენტალიზებული აპლიკაციების განვითარებების დაბალ სტადიაზე ვართ. დღესდღეობით ეთერიუმი DApp-ებისთვის ყველაზე მიმზიდველი პლატფორმაა, თუმცა სხვა პროექტებიც, როგორებიცაა, NEO, ION, კარდანო და Lisk, აგებენ ისეთ ბლოკჩეინებს, რომელზეც DApp-ები იფუნქციონირებენ.


წყარო: medium.com

bottom of page