ექსკლუზიური ინტერვიუები საინტერესო ბლოკჩეინ პრექტების წარმომადგენლებთან
ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტზე საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანით. მათ შორის იყო ტიმ ბარბირი ჯორჯიას შტატიდან. ის მაინინგის პროექტს, North Georgia Data-ს, ხელმძღვანელობს. მათ 115 მეგავატის სიმძლავრე უკვე აქვთ და დამატებით 15.5-ის მიღებაზეც მუშაობენ. ისინი ამ სიმძლავრის საქმეში გამოყენებას შემდეგი 8 თვის განმავლობაში დაიწყებენ. ტიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული საბაზრო სიტუაციის შესახებ გაგვესაუბრა:
- ზოგადად როგორ აღწერდით ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაზრო სიტუაციას? ელექტრო ენერგიაზე საშუალო გადასახადი რამდენია და როგორია პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში?
- ძალიან კარგი კითხვაა. მე მხოლოდ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო. ჩემი კომპანია გამორჩეულ სიტუაციაშია: ჩვენ პირველი კრიპტო კომპანია ვართ, რომელსაც ადგილობრივი ელექტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანია უფასოდ ემსახურება. ამიტომ, ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ჩვენს საქმეს კარგად ვაკეთებთ, ამიტომ ისინი დიდი სიამოვნებით გვაწვდიან ენერგიას და ჯორჯიაში კრიპტოს გავრცელებაში ხელს გვიწყობენ.
- წარმატებებს გისურვებთ! ხელისუფლების მხრიდანაც ასეთივე დამოკიდებულებას იღებთ?
- ვფიქრობ, რომ აქ ორი მხარეა. ქვეყანაში გარკვეული კანონები არსებობს, რომლებიც კრიპტოს გავრცელებას უწყობს ხელს, თუმცა ყოველ შტატს კიდევ თავისი კანონები აქვს. ყველა შტატს არ აქვს უფასოდ გასაცემი ენერგია და კანონები, რომლებიც კრიპტო მიანინგის სასარგებლოდ მუშაობს. მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება დადებითადაა კრიპტოვალუტების მიმართ განწყობილი და მათ გაცნობას ცდილობს. ასე რომ ვთვლი, რომ მთლიანობაში სიტუაცია დადებითი და პროგრესულია.
-ბაზარზე არსებული სიტუაცია კრიპტო ბაზარზე არსებულ ნებისმიერ პირზე ახდენს გავლენას. თქვენ როგორ უმკლავდებით ამას?
-ძალიან კარგი კითხვაა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი ბიზნეს მოდელი დაბალხარჯიანი იყოს, ამიტომ, ჯიბეებში ფულის ჩადების ნაცვლად რეზერვებს მომხმარებლებს ვურიგებთ. ზუსტად ამ მიზნით ჩვენ მათ დაბალ ფასს ვთავაზობთ - არანაირი მაინერ მინიმუმი, 6.9 ცენტად კილოვატი საათში. ჩვენთან არანაირი მოწყობილობის თუ შენახვის გადასახადი არაა. ეს კი მცირე ზომის მაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მცირე ზომის მაინერებს ის ასეთ რჩევას აძლევს: “თქვენი ინფრასტრუქტურის მომწოდებლებთან ურთიერთობის დამყარება ისწავლეთ ისე, როგორც ეს მე შტატ ჯორჯიასთან გავაკეთე. მთლიანობაში, კრიპტო სამყარომ ვერ შეძლო ინფრასტრუქტურის მომწოდებლებისთვის ეჩვენებინა, თუ რა მოგება შეიძლებოდა ენახათ კრიპტო მაინინგიდან.“
კიდევ ერთი საინტერესო პროექტი იყო "Ice Rock Mining", რომელიც ამჟამად ICO-ს მეორე ფაზაშია. მაინინგ ფერმებისგან მათ ის გამოარჩევს, რომ "Ice Rock Mining"-ს მაინერები კლდეში უდგათ. ეს უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობები მუდმივად +12 გრადუს ტემპერატურაში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ ტემპერატურის შენარჩუნების დანახარჯი ნულის ტოლია.
როგორც აღმოჩნდა, კრიპტო მაინინგის გარეთაც მრავალი საინტერესო ხდება. ჩვენ გავიცანით არუტიან ნაზარიანი, Bistox-ის ბირჟის რმასრულებელი დირექტორი. მისი განმარტებით, ბირჟა ჰიბრიდია, რადგან ის მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმასთან ერთად წამიერი გადაცვლების (Atomic swaps) ფუნქციასაც სთავაზობს. პლატფორმის გაშვება 2019 წლის იანვარში იგეგმება. კითხვაზე, რას ურჩევდა ის დამწყებ ბლოკჩეინ პროექტებს, მისი პასუხი ასეთი იყო:
- მთავარი რჩევა გეგმის შემუშავება და მის ერთგულად დარჩენაა. თუ იცი, რასაც აკეთებ, მაშინ აუცილებლად კარგი პროექტი გამოგივა. არ დაგავიწყდეთ, რომ რეალობაც არსებობს, აქ მხოლოდ კრიპტო არაა, აქ მთელი ეკონომიკური მოდელია და ადამიანები ხელფასს დოლარში იღებენ, ისინი ხელფასს ბიტკოინებსა და ეთერებში არ მიიღებენ (ზოგიერთ ქვეყანას თუ არ ჩავთვლით). ასევე, მრჩევლებზე და ზედმეტ მარკეტინგზე დიდ ფულს ნუ დახარჯავთ, უმჯობესი იქნება ეს თანხა განვითარებასა და ბაზარზე ფეხის მოკიდებას დაუთმოთ.