top of page

რიპლმა მეორე ადგილი დაიკავა ბაზრის კაპიტალიზაციით

  • ანა მიქატაძე
  • Sep 21, 2018
  • 1 min read

წერის მომენტში XRP-ის ღირებულება 0.55 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 63%-იანი ზრდის შედეგია. ბაზრის კაპიტალიზაცია 23.9 მილიარდი დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 4 მილიარდი დოლარი.

რიპლმა ამ კვირის განმავლობაში 140%-იანი ზრდა აჩვენა, ერთ დღეში კი ყველაზე მეტი 80%-იანი ნამატი.

ამ კვირის დასაწყისში რიპლის აღმასრულებლებმა თქვეს, რომ xRapid გადახდის პლატფორმის გამოსავლა მალე იქნება. ამავე კვირაში ამერიკის ტოპ ათეულში შესულმა ბანკმა, PNC-იმ, განაცხადა, რომ ის RippleNet-ს გამოიყენებდა საერთაშორისო ტრანსფერებისთვის.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტო ბაზრის საერთო ბაზრის კაპიტალიზაციამ დაახლოებით 26 მილიარდი დოლარით მოიმატა და ამჟამად 223 მილიარდს შეადგენს.

 
 
 

Comments


bottom of page