CryptoZ-ის ექსკლუზიური ინტერვიუ Genesis Mining-ის CEO-სთან
მარკო სტრენგი ქლაუდმაინინგის კომპანიის, Genesis mining-ის აღმასრულებელი დირექტორია. ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტზე მისი გაცნობისას, ის ინტერვიუზეც დაგვთანხმდა:
- რა უპირატესობები აქვს ქლაუდ მაინინგს?
- ქლაუდ მაინინგი ნებისმიერ ადამიანს მაინინგის შესახებ ყველანაირი ცოდნის, გამოცდილებისა და ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე მაინინგში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
-როგორც ვიცით, ქლაუდ მაინინგის გამოყენებადობა მცირდება. არის თუ არა ეს ბიზნესი ჯერ კიდევ მომგებიანი?
- ქლაუდ მაინინგის ოპერატორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველთვის განვითარების პიკზე ყოფნა. კომპანიამ ყოველთვის საუკეთესო ტექნოლოგია უნდა შესთავაზოს თავის მომხმარებელს, მაგალითად, ჩვენ Genesis Mining-ს, უახლესი ტექნოლოგია გვაქვს, სახელად „Radiant”. ამის მეშვეობით ჩვენ ყველაზე დაბალ ფასად ვახერხებთ ფუნქციონირებას.
- მოგვიყევით უფრო დეტალურად “Radiant”-ის შესახებ.
- “Radiant”-ი ის ტექნოლოგიაა, რომელშიც ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უამრვი რესურსი ჩავდეთ. ახლა მისი მეშვეობით ამჟამინდელ კონკურენტულ ბაზარზე ფაქტობრივად პირველ ადგილზე ვართ და ეფექტურად ვფუნქციონირებთ.
- ამას შემდეგ კითხვასთან მივყავართ: რა გავლენას ახდენს ბაზარზე არსებული სიტუაცია თქვენს კომპანიაზე?
-წინა წლის ბოლო თვეებთან შედარებით, როდესაც ყველაფერი ყვაოდა, დღეს ბაზარზე სიტუაცია ძალიან რთულია. ბაზარი იცვლება, თუმცა არა აუცილებლად ცუდისკენ. ახლა მაინინგის კომპანიები, კონკურენციასთან გამკლავების მიზნით, იძულებული არიან პროგრესს ფეხი აუბან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ყველაზე ძლიერი გადარჩება.
- როგორია თქვენი გეგმები მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში?
- ამჟამად, ჩვენ ძლიერი პოზიცია გვიკავია და ვიცით, რომ ბაზარზე ასეთი მდგომარეობის დროსაც კი ეფექტურად შეგვიძლია მუშაობა. ჩვენი მიზანი ტექნოლოგიის გავრცელებაა. ამის მისაღწევად მაინინგის ოპერაციებს შეუჩერებლად ვაფართოვებთ და გამომთვლელი ძალის დეცენტრალიზებას ვცდილობთ, რაც ყოველ ადამიანს მაინინგის განხორციელების საშუალებას მისცემს. ამასთან ერთად, ჩვენ ახალი მასტიმულირებელი პროტოკოლი შემოვიღეთ, სახელად „Trustless Mining”, რისი მეშვეობითაც ვცდილობთ ადამიანებს თავიანთ მოწყობილობებზე სრული კონტროლის შესაძლებლობა მივცეთ. ეს დეცენტრალიზებასა და უსაფრთხოებას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს.
- როგორ აპირებთ ამის მიღწევას?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. ამის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა იდეალურ სიტუაციაში, მოწყობილობას მაინინგის დასაწყებად თავისი მეპატრონის თითის ანაბეჭდი ან რაიმე სახის კოდი დასჭირდება. ამ შემთხვევაში, ჩვენც, ოპერატორებიც კი, ვეღარ შევძლებთ მოწყობილობის კონტროლს, რაც მაინინგს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს იდეალურად დეცენტრალიზებული სიტუაცია იქნებოდა, რადგან ადამიანი სახლიდან გამოუსვლელად შეძლებდა მაინინგს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ასეთი სიტუაცია უტოპიურია, ის ვერ იმუშავებს. ინდივიდუალური მაინერები მაინინგის გიგანტებს კონკურენციას ვერ გაუწევენ. ჩვენ, Genesis Mining-ი, ზუსტად ამის შეცვლას ვცდილობთ.
- რას ფიქრობთ ზოგადად ბლოკჩეინისა და კრიპტო ინდუსტრიის შესახებ და, თქვენი აზრით, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ ინდუსტრიაში დღეს?
- მიმაჩნია, რომ ბლოკჩეინი აქ დასარჩენად მოვიდა. მნიშვნელობა არ აქვს, მისი მთავარი ფუნქცია ფულის შენახვა იქნება თუ გადახდის საშუალება. რაც შეეხება პრობლემებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ საკმარისი დეველოპერები არ არიან. მთელი მსოფლიოს მასშთაბით ყველა მუშაობს ახალ ტექნოლოგიებზე, მაგრამ დეველოპერების რაოდენობა საგრძნობლად მცირეა. აუცილებელია, რომ ხალხის ამ სფეროში განათლება დაიწყოს.
- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.