top of page

ჯონ მაკაფეს „გაუტეხელი“ BitFi აპარატურის საფულე გატეხეს !


27 ივლისს ჯონ მაკაფემ კრიპტო გაერთიანება და ჰაკერების სამყარო BitFi აპარატურის საფულის გატეხვაზე გამოიწვია. მაკაფემ რამდენჯერმე განაცხადა იმის შესახებ, რომ არავის შეუძლია აპარატურის საფულეში შენახული ფულადი სახსრების მოპარვა, რაც მას ჰაკერებისგან სრულიად უსაფრთხოს ხდის. თავდაპირველი პრემია ჰაკერებისთვის $ 100,000 იყო, მაგრამ სულ რაღაც 4 დღეში მაკაფემ თანხა $ 250,000-მდე აწია შემდეგი ტვიტით, სადაც ჰაკერისთვის ზუსტი ინსტრუქციებია მოცემული:



პრემიის გაზრდიდან ერთ დღეში, @OversoftNL-მა, IT Geek-მა ჰოლანდიიდან, განაცხადა, რომ წარმატებით შეძლო BitFi საფულეში შეღწევა. მან ამის შესახებ Twitter-ში განაცხადა:


„მოკლე განახლება:


ჩვენ გვაქვს წვდომა და შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ BitFi საფულე ჯერ კიდევ დაკავშირებულია Dashboard-თან.


გატეხვის თავიდან ასაცილებლად შესაფერისი შემოწმება არ იყო ადგილზე, როგორც ამას BitFi ამბობს.“


BitFi-ს გუნდის მხრიდან ოფიციალური განცხადება ჯერ არ ყოფილა. მას შემდეგ მათ მეორე წამახალისებელი პროგრამის შესახებ გამოაქვეყნეს თავიანთ ვებგვერდზე, რომელიც ახლა 10,000 დოლარის ოდენობისაა. ახალი პრემია BitFi-ის გუნდის დასახმარებლადაა დაწესებული, რათა მოწყობილების პოტენციური სისუსტეების აღმოჩენა შეძლონ. BitFi-ის გუნდის მიერ განცხადებაში ასევე ნათქვამია:


„გვსურს ვთხოვოთ უსაფრთხოების მკვლევარებს ციფრული აქტივების საზოგადოებაში, რომ ამ პროექტში დაგვეხმარონ.


პრემიის მისაღებად შემდეგი წესებია:


  • Bitfi-ის მექანიზმის ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლა

  • მას შემდეგ, რაც ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა შეიცვლება, მოწყობილობას ჯერ კიდევ სჭირდება Bitfi-ის Dashboard-თან დაკავშირება

  • შემდგომ მექანიზმმა უნდა შეეძლოს კერძო გასაღებების ან მომხმარებლების საიდუმლო ფრაზის მესამე მხარესთან გადაცემა, მაშინ როცა ჯერ კიდევ უნდა ფუნქციონირებდეს ჩვეულებრივ Bitfi-ის Dashboard-თან


გთხოვთ, დაუკავშირდეთ support@bitfi.com, თუ გსურთ მონაწილეობა. წამახალისებელი პროგრამა შეწყდება მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანი უსაფრთხოების სისუსტეებს გამოავლენს.“


მას შემდეგ @OverSoftNL-მა პირველი წამახალისებელი პროგრამა სიყალბედ შერაცხა და განაცხადა, რომ მთელი ეს აქტივობა მხოლოდ მარკეტინგული სტრატეგიაა.


საბოლოოდ გამოჩნდა, რომ BitFi-ს საფულე არ ყოფილა 100%-ით დაცული ჰაკერების თავდასხმისგან, როგორც ადრე აცხადებდნენ. მას შემდეგ ჯონ მაკაფე საფულეს დასაცავად კიდევ გამოვიდა განცხადებებით, რომ ფულის ამოღება ჯერ ვერავინ შეძლო.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page