XLM vs XRP: სტელარი და რიპლი თანაბრად მიდიან
ეს თვე რთული გამოდგა რიპლისთვის. როდესაც კრიპტო ბაზრები თავიანთ დანაკარგებს იბრუნებდნენ, რიპლს ეს აღდგენა არ შეხებია და იმავე ნიშნულზე დარჩა. უფრო მეტიც, რიპლის საქმე გაუარესდა მაშინ, როცა სტელარი მშვიდად და აუღელვებლად ვითარდებოდა.
თუ ჯედ მაკკალები კარგად უძღვება სტელარის საქმეებს, ეს მხოლოდ მისი გამოცდილების დამსახურებაა. სტელარი მისი მესამე მცდელობაა ბლოკჩეინის შეჯიბრებებზე რიპლის ტექნოლოგიურ უფროსად მოღვაწეობის შემდეგ. ის ასევე მცირე პროექტის წამყვანიც იყო, სახელად Mt.Gox.
ძალიან ცუდი განშორება XRP-სთან
მაკკალების ცუდი განშორება რიპლის ლაბორატორიასთან ამ ორი აქტივის მეტოქეობის მიზეზია. თუმცა, ჩვენ არ ვიცით მათი უთანხმოების დეტალები. განხეთქილება იმდენად დიდი იყო, რომ ჯედ მაკკალები იძულებული იქნა დაეტოვებინა რიპლის ლაბორატორია 2013 წელს.
„როდესაც დავტოვე რიპლი, მე დავთანხმდი (და ეს ჩემმა იურისტმაც დაადასტურა), გამეყიდა რიპლის ჩემს სახელზე არსებული რაოდენობა.“ - დაწერა მაკკალებმა თავის ბლოგში. „თუმცა, რიპლის შემდეგი ქმედებები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს პირობებთან და 1 მილიონი დოლარის გაყინვა გამოიწვია, რაც სტელარს ეკუთვნოდა“.
ყველა ისტორიას ორი ვარიანტი აქვს და რიპლმაც თავისი ვარიანტი გვიამბო: „ჯედსცუდი იდეების დიდი სია ჰქონდა, რომლებიც რიპლის დირექტორთა საბჭომ უარყო“ - თქვა დევიდ შვარცზმა, რომელმაც მაკკალები თავის ყოფილ პოზიციამდე მიიყვანა რიპლის რიგებში - „ამიტომ, ჯედმა გაუშვა სტელარი და მას თავისი იდეები დაუდო საფუძვლად“.
Quora-ზე პოსტის დადებით, შვარცზმა განაცხადა: „ჯედმა თავისი რიპლის ერთბაშად გაყიდვა სცადა და რიპლმა შეაჩერა ის რიგი სასამართლოების მეშვეობით. რიპლის წინააღმდეგობის დამსახურებით ჯედის კუთვნილი მონეტები 1 მილაირდი დოლარის ღირებულების იქნება. ის ალბათ ერთადერთი თვით გამხდარი მილიარდერი იქნება, თავისი საუკეთესო მცდელობების მიუხედავად“.
ეს ძლიერი არგუმენტია, თუმცა ამან ასე თუ ისე შეარყია რიპლის მიზნები, ყოფილიყო დეცენტრალიზებული აქტივი. მიუხედავად იმისა, ლეგალური იყო თუ არა ეს გამართლება, დამფუძნებლისთვის მოეტების გაყინვამ ბევრი სალაპარაკო მისცა რიპლის კრიტიკოსებს.
ბრძოლა აღიარებისთვის
ბევრი გამოკვლევის ცნობით, რიპლს უფრო დიდი პოტენციალი აქვს აღიარებისთვის. სტელარ ლუმენსის მონეტაზე სამჯერ მეტ საბაზრო კაპიტალიზაციასთან ერთად, Crypto Briefing-მა უკვე განაცხადა, რომ რიპლის ექსტენსიური პარტნიორობა ბანკებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან საშუალებას აძლევს მას მოიცვას ინდოეთის ბაზრის 50% მეტი.
რიპლს შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა... თუმცა სტელარი შესაძლოა დაგვიანებული იყოს. მათი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს, ამასთან, სტელარის პროტოკოლი მნიშვნელოვან მიღწევებს ახორციელებს, როგორც სწრაფი, იაფი და ეთერიუმის ალტერნატიული პროტოკოლი.
რომელი უფრო გამოსადეგია?
უფრო მეტიც, რიპლს თითქოს არ აქვს უფრო მეტი უპირატესობა გამოყენებაში. სავაჭრო ბაზრებზე რიპლის მოცულობა ორჯერ დიდია, ვიდრე ლუმენსის, თუმცა გადახდების შემთხვევაში სტელარი უფრო მაღლაა.
ამ მომენტისთვის, რიპლმა 24 საათიანი გადახდების რაოდენობა გამოაქვეყნა, რაც 55 მილიონი დოლარის ტოლფასია. ეს რიცხვი მცირეა საბაზრო გაცვლების რაოდენობასთან შედარებით, რაც 173 მილიონი დოლარის ტოლია. იმავე პერიოდში, StellarExpert-ის ცნობით, სტელარის გადახდების რაოდენობის ღირებულება თითქმის ორჯერ მეტი იყო - 91 მილონი დოლარის ტოლი.
ასე პირდაპირ ცხადი არაა, თუ რატომ არის სტელარის სავაჭრო მოცულობა ამდენად მაღალი, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გაყიდვების სიწრაფე იყოს. როდესაც რიპლს უფრო მაღალი ფასი აქვს, ამ დროს ლუმენსის მონეტები უფრო ხშირად გამოიყენება. რიპლის პროტოკოლი უმიზნებს საბანკო და საფინანსო სამყაროს, რომელიც ცოტათი განსხვავებულია. რიპლის მიერ გამოცხადებული პარტნიორების უმეტესობა ამ ეტაპისთვის ტესტირებისთვის არიან საჭირო.
სტელარსაც შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ნიშა, თუმცა მან მჭიდროდ მოიცვა ტექნოლოგიურად საზრიანი კომპანიები.
წყარო: cryptobriefing.com