top of page

ვიტალიკ ბუტერინი: ჩვენ ვდგავართ კრიპტო ბუშტის დასასრულთან


კრიპტოების ათვისებისთვის ბიძგის მიცემის შემდეგ, ეთერიუმის შემქმნელი, ვიტალიკ ბუტერინი, კრიპტო ბაზრის არსებული მდგომარეობის შესახებ თავის მოსაზრებებს ააშკარავებს.


ბუტერინი გამოეხმაურა ახალ Tweet-ს Coinbase-ის ვებ ტრაფიკის შემცირებასთან დაკავშირებით, რაც 2018 წლის დაღმავალ კრიპტო ბაზარს შეესაბამება.



ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუტერინმა კომენტარი გააკეთა ბაზრის მერყევ მდგომარეობაზე. გასულ თვეში მან განაცხადა, რომ ბუშტის გამოსწორების საშუალება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ „თავის ნებაზე მიუშვა, რის შემდეგაც ის, სამწუხაროდ, საბოლოოდ გასკდება.“


ერთი თვის წინ Coinbase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა, საკუთარი პერსპექტივა წარმოადგინა ბაზარზე, რომლის მიხედვითაც დაღმავალი მდგომარეობა შესანიშნავი დროა რეფოკუსირებისთვის და ძირითად ამოცანაზე სამუშაოდ, რაც კრიპტოვალუტების მასობრიც აღიარებას გულისხმობს.


„კრიპტო ინდუსტრია არ ჰგავს სხვა არცერთ ინდუსტრიას, რომლებიც მე მინახავს - უამრავი დაღმასვლები და აღმასვლები (ყოველჯერზე ახალი მწვერვალების მიღწევით). უკვე 3 ან 4 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს შეიძლება შემაშინებელი ჩანდეს პირველად, მაგრამ ჩვენთვის, ვინც ინდუსტრიაში მრავალი წლის განმავლობაში ვმოღვაწეობთ, ეს უკვე ძველ ამბად აღიქმება.


აღმასვლის პერიოდის დროს, ადამიანები ირაციონალურად აღტაცებულები არიან. როდესაც სასოწარკვეთაა, ხალხი ირაციონალურად პესიმისტურად განეწყობა. რეალობა ყოველთვის სადღაც შუაშია, უფრო მეტად კორელაციაშია ნამდვილ გამოყენებასთან (დღეში შესრულებული ტრანზაქციები), ვიდრე ფასთან.


ამდენი წლის შემდეგ, კრიპტო ფასების დაღმავალი ფაზები უფრო მეტ სიამოვნებას მგვრის. ამ დროს ის თავიდან იშორებს იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორი მიზეზების გამო არიან ჩართულები. ეს კი გვაძლევს საშუალებას, რომ პროგრესი გავაგრძელოთ მაშინ, როცა ყველა თავგზააბნეულია.


ჩვენ ვიყენებთ დაღმავალ ფაზებს, რათა ძლიერი საფუძველი შევქმნათ, რათა მომდევნო ზრდის ციკლის დროს წარმატების მიღწევა შევძლოთ.“


წყარო: dailyhodl.com

bottom of page