top of page

საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის კონფერენცია


მიმდინარე წლის 7 ივლისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე „ტექნოპარკში“ საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია (სცეა - DEAG) გამართავს კონფერენციას თემაზე: „ციფრული ეკონომიკა, ინოვაციური ტექნოლოგია და სამართლებრივი რეგლამენტაცია“. კონფერენციის მიზანი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში დანერგვის, მისი სიკეთეების გამოყენებისა და მოსალოდნელი შედეგის მნიშვნელობის განსაზღვრაა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ზოგადად, მმართველობითი სისტემის გამართულად ფუნქციონირების გარანტი გახდება. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:

- გონიერი კონტრაქტების გამოყენების სამართლებრივი ასპექტები;

- ბლოკჩეინ ტექნოლოგიების როლი ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში;

- ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტების მსოფლიოში მოქმედი რეგულაციები საგადასახადო კუთხით (შედარებითი ანალიზი);

- საქართველოს კიბერუსაფრთხოება; რას შეიძლება დაემუქროს კიბერ ომი?;

- ბიტკოინის დიზაინის პრინციპები და ინფრასტრუქტურის ამობრუნება;

- კაპიტალის ბაზრების დივერსიფიცირების საკანონმდებლო გზები საქართველოში;

- საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეკოსისტემა;

- ციფრული ბანკინგი / თანამედროვე ტენდენციები/ეკოსისტემები და პლატფორმა;

- ციფრული ეკონომიკის აქტუალობა/მსოფლიო გამოცდილება - როგორ ინერგება ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა/ ბლოკჩეინის მნიშვნელობა - კლასიფიკაცია სოციალური და ეკონომიკური სფეროების მიხედვით;

- ციფრული ეკონომიკა და საკანონმდებლო რეგულაციები;

- ინვესტიციების მოზიდვა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით: IPO-ICO-ITO, მათ შორის განსხვავება;

- ბლოკჩეინ ტექნოლოგიის როლი ციფრულ ხელოვნებაში, ხელოვნება როგორც ფინანსური აქტივი.


წყარო: https://www.facebook.com

bottom of page