top of page

"ბიტკოინი უკეთესად ასრულებს ოქროს ფუნქციას, ვიდრე თავად ოქრო"


ტაილერ ვინკელვოსმა, კრიპტოვალუტის ბირჟა “Gemini”-ის თანადამაარსებელმა, თავის ტყუპ ძმასთან, კამერონთან, ერთად, ნიუ-იორკში, ერთ-ერთ გადაცემაში საუბრისას, მხარი დაუჭირა გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბიტკოინი ოქროს ციფრული ფორმაა. მისი თქმით, ორივე, ოქროც და ბიტკოინიც შეზღუდული რაოდენობით არსებობს და ურთიერთშემცვლელნი და დაყოფადი არიან. თუმცა, ის ფიქრობს, რომ ბიტკოინი უკეთესად ასრულებს ოქროს ფუნქციას ვიდრე თავად ოქრო, რადგანაც მისი შენახვა გაცილებით მარტივია და ამისთვის ციფრების მხოლოდ ერთი ხაზია საჭირო, რაც კრიპტოვალუტას ბევრად უფრო პორტატულს ხდის.


ამავე ლოგიკით, ვინკელვოსი ეთერიუმს ციფრულ ნავთობს უწოდებს, რომელიც ასაზრდოებს ეთერიუმის ბლოკჩეინის ქსელს.


როდესაც საქმე ბიტკოინის „უმცროს ძმაზე“, ლაითკოინზე, მიდგა, კომპანიამ განაცხადა, რომ თუ ის (ლაითკოინი) მართლაც ისეთ დამოკიდებულებაშია ბიტკოინთან, როგორც ვერცხლი ოქროსთან, მაშინ ის მას უფრო testnet-ს, სამომავლო ბლოკჩეინის პირობით ფორმას, აგონებს, რომელსაც დეველოპერები საცდელად იყენებენ ყველანაირი რისკის გარეშე. ამიტომ, ვინკელვოსი თვლის, რომ ლაითკოინი დიდად ჰგავს ბიტკოინს, თუმცა თავისი შედარებით მცირე საბაზრო კაპიტალიზაციით უფრო მეტად testnet-ს წარმოადგენს.


ზემოთ ხსენებული ბირჟა Gemini მხოლოდ ბიტკოინსა და ეთერიუმს უჭერს მხარს, რის გამოც ერთ-ერთმა მაყურებელმა დასვა კითხვა - აპირებენ თუ არა Bitcoin Cash-ის (BCH) დამატებასაც. ძმებმა ვინკელვოსებმა ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემას თავი აარიდეს. თუმცა, მათი ასეთი პასუხიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ პლატფორმაზე BCH-ის დამატება ნაკლებად მოსალოდნელია.


მონეტის თავდაპირველი შეთავაზება (ICO)

ამერიკული ფინანსების მუზეუმის მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე, რომელსაც იოსებ ლუბინიც, ეთერიუმის თანადამაარსებელიც, ესწრებოდა, კამერონ და ტაილერ ვინკელვოსებმა ცენტრალური ფიგურების როლი დაიკავეს.


იმისდა მიუხედავად, რომ მოსაუბრეებს შორის პირდაპირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, მაინც უამრავმა უთანხმოებამ იჩინა თავი. ერთ-ერთი იყო ის, თუ რა სახის რეგულირება უნდა დაწესებულიყო მონეტის თავდაპირველ შეთავაზებებზე. იოსებ ლუბლინი ყველაზე მეტად უჭერდა მხარს ICO-ს, როგორც კაპიტალის გაზრდის გზას. როდესაც მას უთხრეს, რომ შეთავაზებები არ არის რეგულირებული, ის დაეთანხმა და თვითრეგულირების მოდელი შესთავაზა. ამ მოდელის თანახმად, უშუალო მონაწილეები ადგენენ ცენტრალურ, თუმცა არაცენტრალიზებულ საცავს პროექტების შესახებ ინფორმაციის შესანახად.


ტაილერ ვინკელვოსი კი, პირიქით, უარყოფდა იმ იდეას, რომ მონეტების თავდაპირველი შეთავაზებები შეთავსებადი იყო უსაფრთხოების იმდროინდელ წესებთან.


„მონეტების თავდაპირველი შეთავაზებები - ესაა მონეტები მონეტების თავზე.“ - თქვა ტაილერმა და მათ „ინვესტიციის ქრაუდფანდინგის“ მცდელობა უწოდა.

წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page