top of page

$1,35 მილიონის ოდენობის მოპარული კრიპტოვალუტა


Taylor-ი, კრიპტოვალუტებით სავაჭრო აპლიკაცია, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა 22 მაისს. ოფიციალური განცხადებით, ჰაკერებმა ან ჰაკერთა ჯგუფმა კომპანიის მიერ ICO პროექტით მოზიდული თანხა და TAY ტოკენები მოიპარა. გავრცელებული ვერსიით, იგივე ჰაკერია პასუხისმგებელი CypheriumChain-ზე თავდასხმაზე მარტში.


Taylor-ზე თავდასხმის დეტალები


გავრცელებული ცნობის მიხედვით, ჰაკერებმა მოიპარეს 2,579,98 ეთერიუმი ( $1,35 მილიონი ), რომელიც კომპანიამ ICO-ს დროს მოაგროვა. თუმცა, აპლიკაციის საკუთრებაში არსებული მონეტების ნაწილის გადარჩენა მოხერხდა.


„ჯერ კიდევ ვიძიებთ თავდასხმის წყაროს. ამიტომ, ბევრი ინფორმაციის გავრცელება ჯერაც არ შეგვიძლია. თავდამსხმელმა როგორღაც ჩაიგდო ხელში ჩვენი ერთ-ერთი დანადგარი და დაეპატრონა 1Password ფაილს“ - ვკითხულობთ განცხადებაში.


სამომავლო გეგმები


Taylor-ის თანადამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ბლოგპოსტში განაცხადა:


„როგორც გაირკვა, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა და დავკარგეთ ჩვენი ფონდების უდიდესი ნაწილი. ჩვენს მფლობელობაში დარჩა მხოლოდ $25,000. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს თანხა ამ თვის გადასახადებისთვისაც არ გვეყოფა. ამიტომაც, იძულებულები ვართ, შევწყვიტოთ ფუნქციონირება და ვიფიქროთ მომავალზე“.


„ჩვენ მომხმარებლებს, რომლებმაც დაკარგეს TAY მონეტები ბლოკიდან 5663273, გავუგზავნით ანაზღაურებას საკუთარ ანგარიშზე. ეს აუცილებელია ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად“.


წყარო: http://bitcoinist.com

bottom of page