top of page

რა არის Scrypt-N?


დღეს ბიტკოინი ყველაზე უსაფრთხო კრიპტოვალუტად მიიჩნევა. მან არა მხოლოდ დროის გამოცდას გაუძლო, არამედ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერული ძალის მქონე ქსელია. თუმცა, უსაფრთხოებას თავისი ფასი აქვს - ამ შემთხვევაში ცენტრალიზაცია. როდესაც ბიტკოინი ახალი შექმნილი იყო, მოპოვება CPU-ს მეშვეობით ხდებოდა, რას იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მონეტის მოპოვება თავისი სახლის კომპიუტერიდან. მოპოვების განვითარების პარალელურად გაჩნდნენ GPU მომპოვებლებიც და შემდეგ შეიქმნა ASIC-ებიც.


ASIC-ები ძირითადად დიდი კალკულატორებია, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ამოხსნან ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური ალგორითმი. ბიტკოინის შემთხვევაში ეს ალგორითმი არის SHA256. ამ სპეციალიზირებული მანქანის წყალობით, ბიტკოინის მოპოვება ფართოდ ინდუსტრიალიზებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც მხოლოდ იმათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც რთული სამომპოვებლო ოპერაციების ჰოსთინგი შეუძლია. ეს იმიტომ ხდება, რომ მომპოვებელ კომპანიებს მარტივად შეუძლიათ თავისი აპარატურა გაყიდონ დიდი რაოდენობით.


მას შემდეგ ASIC-ები სპეციფიკურად ამ სამუშაოსთვისაა; მათ ჩვეულებრივ მომხმარებლებს საშუალება მისცეს, სახლიდან მოიპოვონ მონეტები იმ გაზრდილი სიძნელის მიუხედავად,

რაც მათ ქსელს შეუქმნეს.


ცენტრალიზაციის შუქზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალტერნატიული მონეტა, ლაითკოინი შეიქმნა. მთავარი იდეა იყო ის, რომ გამოეყენებინათ აგორითმი, რომელსაც მაღალი სამომპოვებლო მოთხოვნები აქვს, რათა დაებრუნებინათ CPU და GPU მოპოვება. იმის მიუხედავად, რომ ლაითკოინს მოპოვება საკუთარი Scrypt-ალგორითმით შეეძლო, ამან დიდხანს არ გასტანა.


კომპანიებმა შეძლეს, შეექმნათ ASIC-ები Scrypt-ისთვის მაღალი მეხსიერების მოთხოვნის მიუხედავად და არანაირი გაუმჯობესება ან ცვლილება არ მომხდარა ქსელში ამ სიტუაციის გამოსასწორებლად. შესაბამისად, ლაითკოინის თავდაპირველი მიზანი წარუმატებელი იყო.


თუმცა, ASIC-ების ის შექმნის შემდეგ ლაითკოინში ალგორითმის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მომპოვებლებს ევალებათ ხმის მიცემა ქსელის შეცვლაზე, ეს ნიშნავს, რომ არანაირი ცვლილება არ მოხდება, რომელიც მათ ძვირადღირებულ მომპოვებელ აპარატურას გამოუყენებელს გახდის, რაც მათი პირდაპირი ფინანსური განზრახვით იქნება განპირობებული. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცენტრალიზებული მოპოვების ეს პრობლემა დასაწყისიდანვე უნდა მოგვარებულიყო.


სწორედ აქ შემოდის Scrypt-N, ალგორითმი რომლის არსებობა ვერტკოინის (Vertcoin) დამსახურებაა. ალგორითმის უკან მთავარი იდეა შემდეგია: თუნდაც ლაიტკოინის მიერ გამოყენებული Scrypt ალგორითმის მეხსირების მოთხოვნების შესაბამისობის მიუხედავად, ის ყოველთვის არ იქნებოდა საკმარისად მაღალი რომ ASIC განვითარება შეუძლებელი გაეხადა. იმის გამო რომ ეს პრობლემა დასაწყისიდანვე უნდა გადაჭრილიყო, Scrypt-N შესანიშნავი გამოსავალია.


Scrypt-N დაფუძნებულია “ადაპტაციის უნარის მქონე N-ფაქტორზე” რომელშიც N არის ახალი ჰაშ ფუნქციის დასასრულებლად საჭირო მეხსიერება. მთავარი იდეაა ისაა, რომ N (მეხსირების მოთხოვნა) ყოველთვის ზრდადი იქნება, რაც ASIC-ის განვითარებას შეუძლებელს გახდის.


სისტემა მცირე მასშტაბის მომპოვებლებს არსებობის საშუალებას აძლევს. მოპოვება მეტად დანაწევრებული ხდება, რადგან ყველას აქვს CPU-სა და GPU-ზე წვდომა. იმის მიუხედავად, რომ ზოგ მომხმარებელს შეუძლია აწარმოოს ფართო მომპოვებლური ოპერაციები ბევრი კომპიუტერის დახმარებით, მცირე მომპოვებლებს მაინც შეუძლიათ არსებობა, რადგან ამ სახის აპარატურა ხელმისაწვდომია.


ფიქსირებული ღირებულების 10-ის გამოყენების ნაცვლად, მაგალითად, როგორც ამას ლაითკოინი აკეთებს, ვერტკოინ N-ფაქტორი 11-დან იწყებს და თანდათან იზრდება, როგორც ცხრილშია მითითებული:



N | Memory| Timestamp | Date/Time

|----------|----------|----------------|----------------------------------------|

| 2048 | 256 kB | 1389306217 | Thu, 09 Jan 2014 22:23:37 GMT

| 4096 | 512 kB | 1456415081 | Thu, 25 Feb 2016 15:44:41 GMT

| 8192 | 1 MB | 1506746729 | Sat, 30 Sep 2017 04:45:29 GMT

| 16384 | 2 MB | 1557078377 | Sun, 05 May 2019 17:46:17 GMT

| 32768 | 4 MB | 1657741673 | Wed, 13 Jul 2022 19:47:53 GMT

| 65536 | 8 MB | 1859068265 | Tue, 28 Nov 2028 23:51:05 GMT

| 131072 | 16 MB | 2060394857 | Tue, 17 Apr 2035 03:54:17 GMT

| 262144 | 32 MB | 2463048041 | Sun, 19 Jan 2048 12:00:41 GMT

| 524288 | 64 MB | 2999918953 | Fri, 23 Jan 2065 06:49:13 GMT

| 1048576 | 128 MB | 3536789865 | Wed, 28 Jan 2082 01:37:45 GMT

| 2097152 | 256 MB | 5684273513 | Mon, 16 Feb 2150 04:51:53 GMT

| 4194304 | 512 MB | 7831757161 | Sat, 07 Mar 2218 08:06:01 GMT

| 8388608 | 1 GB | 9979240809 | Thu, 25 Mar 2286 11:20:09 GMT

| 16777216 | 2 GB | 16421691753 | Fri, 19 May 2490 21:02:33 GMT

| 33554432 | 4 GB | 22864142697 | Sun, 15 Jul 2694 06:44:57 GMT


თუმცა, სამომპოვებლო ბრიგადის პრობლემა მაინც რჩება. სამომპოვებლო ბრიგადა, გამოსადეგი აპარატის უზრუნველყოფის მიუხედავად, ცენტრალიზებას უკეთებს ქსელს რამდენიმე მთავარ წერტილზე, რომლებიც საბოლოოდ გადაწყვეტილებებს იღებს ქსელში. იმის მიუხედავად, რომ მომხმარებლებს ყოველთვის შეუძლიათ, შეიცვალონ სამომხმარებლო ბრიგადა, რაც მათ საშუალებას აძლევს ჰაშ ძალა მიმართონ იმ ბრიგადისკენ, რომელიც მათთვის სასურველ შეთავაზებას უჭერს მხარს, ისინი ყოველთვის იქნებიან მომპოვებლები, რომელთაც ურჩევნიათ, არ შეიცვალონ ბრიგადა გადასახადების თუ სხვა უპირატესობების გამო.


bottom of page