top of page

„კიბერ დანაშაულების ტალღის“ ჰაკერს 500,000 ფუნტს ართმევენ ბიტკოინის სახით


განაჩენის გამომტანი მოსამართლისაგან „კიბერ დანაშაულების ტალღიდან ერთ-ერთ კაცად“ წოდებულმა ბრიტანელმა ჰაკერმა, გრანტ ვესტმა, ასი ათასობით დოლარი მოიპოვა თავისი ქმედებებით - მოპარვებითა და პერსონალური და ფინანსური ინფომაციის გაყიდვით.


ვესტმა გააგზავნა ყალბი იმეილები, რომელსაც გამოკვლევის სახე ჰქონდა საჭმლის მიმტანი კომპანიის, Just Eat-ის, სახელით. რესპოდენტები უგზავნიდნენ მას პერსონალურ ინფორმაციას, რომლის გაყიდვაც გრანტს შავ ბაზარზე შეეძლო. ამ თაღლითობისგან ვესტმა 180,000 ფუნტი ან 240,000 დოლარის მოგება ნახა, რაც შემდეგ ბიტკოინებში გადაცვალა. BBC-ის ცნობებით, ეს თაღლითობა Just Eat კომპანიას 200,000 ფუნტი ან 265,000 დოლარი დაუჯდა.


ვესტი ასევე უმიზნებდა სხვა 100-ზე მეტ კომპანიას, ისეთ დიდ კომპანიებს, როგორებიც არიან Barclay, Asda, Ladbrokes, Uber და British Airways. მას სურდა მათი ბაზების გატეხვა და უფრო მეტი ხალხის ინფორმაციის გაყიდვა. Barclay-ზე მისი შეტევები დამთავრდა, ვესტმა კლიენტების საბანკო ანგარიშებიდან თაღლითურად 84,000 ფუნტი ან 100,000 დოლარი მოიპარა. ბანკს 300,000 ფუნტი ან 400,000 დოლარი დაუჯდა უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად. მსგავსი შეტევები British Airways-ს 400,000 ფუნტი ან 530,000 დოლარი დაუჯდა.


თაღლითმა მაშინვე იყიდა ახალი აუდი, რომელიც 53,000 დოლარი დაუჯდა. ამასთან, მან რამდენიმეჯერ იმიგზაურა ლას ვეგასში სხვა ფუფუნებებთან ერთად.


ვესტი მაღალი კლასის მატარებელზე დააკავეს 2017 წლის სექტემბერში, რომელიც ლონდონში მიდიოდა. სკოტლანდ იარდის კიბერ დანაშაულების განყოფილების დეტექტივებმა შეარჩიეს მომენტი, რომ დაემთავრებინათ თავიანთი 2-წლიანი გამოძიება ფრთხილად. დარწმუნდნენ, რომ გრანტი იყო შესული თავის კომპიუტერში, რათა აეყვანათ მანამ, სანამ იგი მოასწრებდა თავის მძიმედ დაცული ვირტუალი საფულიდან და შავი ვებ-გვერდების ანგარიშებიდან გამოსვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან რთული იქნებოდა მისი დანაშაულის დადასტურება.


ლეპტოპში, რომელიც ეკუთვნოდა ვესტის შეყვარებულს, პოლიციამ 100,000 ადამიანის პირადი ინფორმაცია აღმოაჩინა. შემდგომი რეიდისას, რომელიც მის სახლში მოეწყო, იპოვეს SD ბარათი, რომელშიც ჩაწერილი იყო 63,000 საკრედიტო ბარათის ინფორმაცია და 7 მილიონი იმელის მისამართები და პაროლები. ასევე 25,000 ფუნტი ან 30,000 დოლარი და ნახევარი კილო კანაბისი, რომელსაც იგი შავ ბაზარზე ყიდდა.


ვესტი იყენებდა მომხმარებლის სახელს - Courvoisier, რომლითაც ყიდდა პერსონალურ ინფორმაციასა და ნარკოტიკებს ამჟამად დეფუნქციონირებულ Alpha Bay-ზე. 2 მაისს მან აღიარა დანაშაული, რომ დაარღვია პირადული სივრცე, კომპიუტერი ბოროტად გამოიყენა და ნარკოტიკებს ყიდდა. 25 მაისს მოსამართლემ, მიქაელ გლედჰილმა, ვესტს 10 წელი და 8 თვე ციხეში მიუსაჯა.


პოლიციას წვდომა ჰქონდა და დაიბრუნა 500,000 ფუნტზე ან 667,000 დოლარზე მეტი ღირებულების ბიტკოინი ვესტის შეყვარებულის მოწყობილობიდან. მას მიუსაჯეს მხოლოდ საოციალური საქმეები და ასევე აუკრძალეს შეხება კომპიტერულ მოწყობილებებთან. თუმცა, მოსამართლის თქმით, 1.6 მილიონ ფუნტზე ან 2.13 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტა არ არის დაბრუნებული ვესტის ანგარიშებიდან.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page