top of page

მასშტაბურობის პრობლემა და კრიპტო ბირჟები


კრიპტოვალუტის სექტორმა ბოლო 9 წლის განმავლობაში ბევრი მულტი-მილიარდ დოლარიანი კომპანია გამოუშვა. ყველაზე შესამჩნევლებია Coinbase, Binance, Bitmain, Bitfinex, UPbit, Bithumb და Canaan, რომლებიც მილიარდ დოლარიან გიგანტებად გადაიქცნენ. ისინი ეჯიბრებიან ბევრ დიდ კონგლომერატებს რეგიონებში, როგორიცაა ამერიკა, სამხრეთ კორეა და იაპონია.


სან-ფრანცისკოში Coinbase-ს 20 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, დაახლოებით იმდენი აქტივი, რამდენიც გიგანტ Fidelity Ivnestiment-ს და ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე Charles Schwab-ს. Coinbase-ის ცნობებით, ამავე კომპანიის ღირებულება 8 მილიარდი დოლარია.


მასშტაბირება არის ნამვილი პრობლემა


მრავალი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2017 წლიდან, მასშტაბირება ყველაზე დიდი პრობლემა იყო ბლოკჩეინის დამაარსებლებისთვისა და მომხმარებლებისთვის. როდესაც ბიტკონის ფასმა და ტრანზაქციების რაოდენობამ პიკს მიაღწია 2017-ში, მომხმარებლებს არ შეეძლოთ, შეესრულებინათ ბიტკოინის ტრანზაქცია 10+ დოლარის დამატებით გადახდის გარეშე.


თუმცა, ეს არის ცენტრალიზებული ბიზნესების პრობლემაც. ისეთ კომპანიებისაც კი, როგორებიცაა Coinbase და სამხრეთ კორეის Bithumb, რომლებთაც უსასრულო მოხერხებულობა აქვთ ინფორმაციის გავრცელებასა და ვაჭრობაში. მათ მაინც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ თავიანთი კლიენტების ოპერაციების გამასშტაბურებისთვის.


მაგალითად, მაისში Coinbase-მა გაამხილა, რომ ნიუ იორკში მათ დაარსეს ოფისი, რომელიც ორიენტირებული იქნება ინსტიტუციურ ინვესტორებსა და Wall Street-ის კლიენტებზე და რომელიც იმოქმედებს, როგორც ბროკერები დიდ ვაჭრებზე. UPbit-სა და Bithumb-ს აქვთ მსგავსი ოფისები სეულში. ისინი მუშაობენ ოფლაინ ოფისებში, რათა შეძლონ პერსონალური ვაჭრობებისთვის ხელის შეწყობა მთლიან ბაზარზე.


ოლაფ კარლსონ-ვიმ, პირველმა დასაქმებულმა Coinbase-ში, რომელმაც შექმნა კრიპტოვალუტის ჰეჯ ფონდი Polychain Capital 2017-ში, განაცხადა, რომ ამ კომპანიის წარმატება ძირითადად მგდომარეობს ჩანაწერების შენახვაში. ექვსწლიანი ისტორიის განმავლობაში, Coinbase-ს არასდროს განუცდია უსაფრთხოების არც ერთი ჩავარდნა ან ჰაკერების შემოტევა, განსხვავებით Bitfinex, Bithumb და სხვა დიდი კომპანიებისგან, რომლებმაც მულტი მილიონიანი ჰეკები გადაიტანეს.


2017 წლის დეკემბრისთვის, Bithumb-ი ინახავდა 6 მილიარდ დოლარს საცავებში. Coinbase ინახავს ბევრად მეტს და ის საერთაშორისოდ ფართოვდება. უფრო ადრე ამ თვეში Coinbase-ის გენერალურმა მენეჯერმა, ადამ ვაითმა, გაამჟღავნა, რომ კომპანიას 20 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს.


„ჩვენ თავი მოვუყარეთ ჩვენს გამოცდილებას, რომ უსაფრთხოდ შეგვენახა 20 მილიარდი დოლარის ღირებულის კრიპტოვალუტა, შევქმენით Coinbase Custody, ყველაზე უსაფრთხო კრიპტო საცავი.“ - განაცხადა მან.


უდიდესი ნაწილი კრიპტოვალუტისა უსაფრთხოების ზომების და ინფასტრუქტურის გასაძლიერებლად იხარჯება, რომელიც არ არის დაცული უსაფრთხოების ჩავარდნებისგან. დამატებით, კომპანიებმა აგრესიულად უნდა გაზარდონ მომხმარებლების დახმარების ჯგუფები, რათა გაუმკლავდნენ შეცდომებს, რომლებიც შესაძლოა დეპოზიტის, ან თანხის გამოტანის დროს წარმოიქმნას.


დენ რომერომ, Coinbase-ის აღმასრულებელმა, განაცხადა, რომ მომხმარებელთა დახმარების ჯგუფი 150%-ით გაიზარდა თებერვლიდან მოყოლებული.


წყარო: https://www.ccn.com

bottom of page