ინგლისის ბანკი განიხილავს საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის სარგებლიანობას
ინგლისის ბანკს ჯერაც არ დაუხურავს კარი ცენტრალური ბანკით გამოცემული კრიპტოვალუტისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მან წინა წლის დასაწყისში გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
მარკ კარნმა, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, სტოკჰოლმში ცენტრალური ბანკების მომავალზე საუბრისას თქვა, რომ ის ციფრულ ვალუტას ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემულად მიიჩნევს, მაგრამ ეს არ არის საჩქარო საკითხი. მან ხელახლა დაადასტურა წინა განცხადებები, რომლებიც უკავშირდება იმას, რომ კრიპტოვალუტები ახლანდელ დროში ფულის შესაბამისად არ ფუნქციონირებს.
ინტერესს იწვევს გავლენა ფინანსურ სისტემაზე
ამ წლის დასაწყისში, ბანკმა თქვა, რომ ის არ გაუშვებს ბანკის მიერ გამოცემულ კრიპტოვალუტას ფინანსურ სისტემაში სავარაუდო გაურკვევლობების წარმოქმნის გამო. ბანკმა, რომელმაც 2015 წელს დაიწყო კრიპტოვალუტის გამოკვლევა, საბოლოოდ დაასკვნა, რომ მომხმარებლები აირჩევდნენ გამოშვებულ კრიპტოვალუტას და დახურავდენ თავიანთ კომერციული ბანკის ანგარიშებს, რაც ფინანსური სისტემის არევას გამოიწვევდა.
ბანკმა გამოხატა მწუხარება იმის გამოც, რომ ის დაკარგავდა თავისი ნორმის პოლისის გამოყენების შესაძლებლობას ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუ წარმოადგენდა ბანკით კონტროლირებად კრიპტოვალუტას.
ინგლისის ბანკი დევნის ბლოკჩეინ ტექნოლოგიას
მიუხედავად ამისა, კარლმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკისთვის ბლოკჩეინ ტელნოლოგიის განთავსებას უპირატესობებიც აქვს. მან თქვა, რომ ეს მოიტანს ფინანსურ სტაბილურობას და ბევრ კომპიუტერულ ენერგიასაც დაზოგავს.
აპრილში BoE-მ გამოუშვა მტკიცებულება საკითხის ანალიზის გზებზე, რაც მომხმარებლებს აძლევს ინფორმაციის გაზიარების საშუალებას დაცულ ქსელში. ბანკმა Chain-ის, ბლოკჩეინ სერვისების მომწოდებლის, სერვისები გამოიყენა, რათა შეიმუშაოს საბოლოო გადაწყვეტილება.
2016 წელს, ბანკმა დაიწყო კომპიუტერულ პროგრამებთან და სხვა ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, რომლებიც გამოიყენება საბანკო-საფინანსო სისტემების მხარდაჭერისთვის, და დაიწყო „Fintech Accelerator“ -ის პროგრამა. წარსულში ამან იმუშავა Ripple, BitSight, PwC, Enforcd და MindBridge Analytics Inc-თან.
წყარო: https://www.ccn.com