კრიპტოკატების საქველმოქმედო აუქციონმა ბავშვთა ჰოსპიტალისთვის $15 000 მოაგროვა
Bella's Kitty Den-მა, კრიპტოკატების მაღაზიამ, 2018 წლის აპრილში გაუშვა საქველმოქმედო პროექტი - კატები საქმით - მიზანი თანხის მოგროვება იყო სიეტლის საბავშვო ჰოსპიტალისთვის, როგორც ამას მედიუმ პოსტი იუწყება. ამ პროექტით სულ რაღაც სამ კვირაში 21,6 ეთერიუმი მოგროვდა, რაც იმ დროისთვის $15 000-ზე მეტი იყო. ამ დროის ფასით, 21,6 ეთერიუმი დაახლოებით $13 000 ღირს.
როგორც აქსიომ ზენის სპიკერი, იასმაინ ნადერი, ამბობს, მომხმარებლებს შეეძლოთ, ეყიდათ 370 სხვადასხვა კრიპტო კატა იმისთვის, რომ დახმარებოდნენ ჰოსპიტალის მშენებლობას. აქსიომ ზენი კრიპტოკატის მშობელი კომპანიაა, რომელიც საქველმოქმედო პროექტს ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარა.
ნადერიმ კოინდესკს უთხრა, რომ პროექტი 15 აპრილს დამთავრდა, თუმცა თავდაპირველი გეგმით მთელი თვის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.
მან დაამატა, რომ ბელა, 10 წლის ბავშვი, რომელმაც მამასთან ერთად გაუშვა Bella's Kitty Den, თავდაპირველად რამე კარგის გაკეთებას ცდილობდა თავისი კრიპტოკატებით. ნადერის თქმით:
“ეს პროექტი არის შექმნილი კრიპტო კატების საზოგადოების წევრების მიერ. როდესაც მან და მისმა მამამ გვითხრეს ამ პროექტის შესახებ, მაშინვე გადავწყვიტეთ მათთან პარტნიორობა და ჩვენი გაერთიანების შემქმნელებს დავავალეთ ამ პროექტის პოპულარიზება.”
კრიპტოკატის გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი წაახალისებს სხვა საქველმოქმედო პროექტებსაც.
“როდესაც ვხედავთ რომ მსგავსი პროექტი შთაგონებული იყო ჩვენი თამაშით, ეს უფრო მეტ მიზეზს გვაძლევს იმისთვის, რომ მილიონობით ადამიანი ჩავრთოთ ბლოკჩეინში,” ასე უთხრა ნადერიმ კოინდესკს.
წყარო: https://www.coindesk.com