top of page

რიპლის Xrapid-ის მიმოხილვა


რიპლის მომხმარებლებისთვის უმთავრესი კითხვაა, xRapid-ი მიმოქცევაში არსებულ რიპლს იყენებს, თუ ჩაკეტილ 55 მილიარდ XRP-ს, რომლებიც ესქროუს კონტრაქტებით თანდათანობით გამოდის ყოველთვიურად. ამ შეკითხვის მიზეზი ისაა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, xRapid-ის ფულის გადამგზავნი სერვისის პროვაიდერები და ბანკები მიმოქცევაში არსებულ XRP-ს გამოიყენებენ თუ არა - ეს განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად იმოქმედებს xRapid-ის ათვისება ვალუტის ფასზე.


უპირველესად, გავიხსენოთ, რა მოხდა 55 მილიარდი XRP-ს ესქროუში ჩაკეტვის დროს.


დეკემბერში, XRP-ს ფანები და მომხარებლები განიხილავდნენ  XRP-ს მაღალ მიწოდებას და მის გავლენას მონეტის ღირებულებაზე. ამიტომ, რიპლის გუნდმა 55 მილიარდი XRP-ის ესქროუში ჩაკეტვა გადაწყვიტა. ესქროუ მოიცავს 1 მილიარდი XRP-ს 55 კონტრაქტს, რომლებიც ყოველი თვის პირველ დღეს ამოიწურება 54 თვის შემდეგ. გუნდი ცდილობს, გამოიყენოს თვიური XRP, რათა წაახალისოს ბაზრის შემქნელები, რომლებიც გვთავაზობენ გადახდისთვის უფრო მჭიდრო გაფართოებასა და XRP-ს საბაზისო ინვესტორებთან გაყიდვას.


რასაც კონკრეტულ თვეში არ გამოიყენებენ, კვლავ ესქროუში ჩაკეტავენ.


როგორ გამოიყენებს xRapid  XRP-ს?


xRapid ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს შექმნას ლიკვიდურობა მომენტალურად XRP-ს ტრანზაქციის საბოლოო წერტილში. XRP სიჩქარითა ( 3.3 წამი ტრანზაქციის სიჩქარე) და სიიაფით (0.0004 $ თითო ტრანზაქცია), ასეთი ტრანზაქციების განხორციელებაზე დახარჯულ დროს 2-3 წუთამდე ამცირებს. ის, ასევე, ამცირებს ტრანზაქციის ღირებულებას 40-დან 70%-მდე ტრადიციულ უცხოურ გადამცვლელ შუამავლებთან შედარებით.


კითხვა ის არის, xRapid-ი ცირკულაციაში მყოფ XRP-ს იყენებს, თუ იძენს ძირითადი ინვესტორების მიერ ესქროუსგან ყოველ თვე?


xRapid-ზე შეგროვებული ინფორმაციიდან, სერვისი XRP-ს მოიპოვებს პირდაპირ ცირკულაციის რაოდენობიდან და არა  ესქროუდან. და რაც ტრანზაქციის დამთავრების შემდეგ ხდება არის იგივე, რაც XRP-ს უკანვე, ბაზარზე გაყიდვა. არანაირი განსხვავება არაა  XRP-ს დღიური ვაჭრობისგან, რომელიც ინდივიდუალური კრიპტო მოვაჭრეების მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, მიღებული რაოდენობა დამოკიდებულია გადმოგზავნილი კაპიტალის ზომასა და ღირებულებაზე.


მაგრამ რამდენად მოახდენს ეს გავლენას XRP-ს მოთხოვნასა და ფასზე?


ერთადერთი გზა, რომლითაც xRapid გავლენას მოახდენს მოთხოვნაზე და, შესაბამისად, XRP-ს ფასზე, არის მეტი ფულის გადმომგზავნი სერვის მომწოდებლების მიერ xRapid-ის გამოყენება XRP-ს მაღალი ლიკვიდურობის გამო. მონეტა საკმაოდ ხელმისაწვდომია, ამიტომ ეს მას მომენტალური გადახდისთვის გამოსადეგს ხდის. რაც უფრო იზრდება ტრანზაქციები და გამოგზავნილი რაოდენობის ღირებულება xRapid-ზე, მით უფრო გაიზრდება  XRP-ს ფასი, რადგან ეს ფინანსური ორგანიზაციები XRP-ს პირდაპირ ცირკულაციური მარაგიდან მოითხოვენ.


შეხედეთ ამას, როგორც თაღლით ვაჭარს, რომელიც ყიდულობს და ყიდის XRP-ის გარკვეულ რაოდენობებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სჭირდება მონეტა. ის ყიდულობს მონეტას, იყენებს მას და შემდეგ ტრანზაქციის დასრულებისთანავე  ყიდის მას.


bottom of page