top of page

რატომაა Stellar ტრენდული ?


ყველა წამყვან კრიპტოვალუტას შორის, Stellar Lumens-მა (XLM) მაისის პირველ საათებში ყველაზე კარგი მაჩვენებელი დადო, რითიც ცდილობს, აპრილის მაღალ ფასს - $ 0.456-ს დაუბრუნდეს. ამის შემდეგ მთელს ბაზარზე რამდენიმე საათის განმავლობაში სწრაფი ვარდნა დაფიქსირდა.


ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, Stellar-მა დაგვიმტკიცა, რომ საინვესტიციოდ მართლაც ღირებული კრიპტოვალუტაა. წელიწადის დასაწყისიდან მოყოლებული Altcoin-ის ღირებულება ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა, რაც მას სხვა დიდ კრიპტოვალუტებზე, რომლებიც ძლივს დაიძრნენ, წინ აყენებს.


იმის გამო, რომ ეს ალტკოინი მულტი-სავალუტო გადახდების სასუალებას იძლევა, მას ბევრი კრიპტო ენთუზიასტი უჭერს მხარს. ეს მის ცნობადობას ზრდის და შეიძლება ამ წელს ფასის მომატებაშიც აისახოს. მრავალი ფაქტორი მოწმობს იმაზე, რომ მონეტის ღირებულების ზრდის მაჩვენებელი გრძელვადიან პერიოდში უფრო მაღალი იქნება.


ცოტა ხნის წინ, ჰონგკონგის OKEx-ს ბირჟამ სტელარი ვაჭრობის წყვილის სიაში შეიტანა. ამ ბირჟის პლატფორმა მოცულობის სიდიდით მეხუთეა მსოფლიოში. OKEx-მა აღნიშნა, რომ Stellar-ს 2018 წლის 28 დეკემბერს შეიყვანენ სიაში, რამაც ინვესტორებისა და მოვაჭრეების დაინტერესება გამოიწვია. OKEx- ში შესვლიდან 24 საათის შემდეგ, Stellar-სა (XLM) და სხვა დიდი კრიპტოვალუტების ჩათვლით 4 მილიონის დოლარის ღირებულების ტრანზაქცია განხორციელდა.


Stellar-სა და IBM-ს შორის პარტნიორობის ხელმოწერის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა საზღვრებს შორის განხორციელებული ტრანსფერების წარმოჩენა შეძლო, სადაც წარმოდგენილი იყო სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნების უნიკალური ვალუტები, რომლებიც Stellar-ისა და XLM- ის გამოყენებით შექმნილი პლატფორმის დახმარებით ჩაეშვა.


პლატფორმა ჯერ ადრეულ სტადიაზეა, თუმცა ის შეიძლება უფრო მასშტაბურიც გახდეს შვიდი ვალუტის მოცვის გზით, მათ შორის ავსტრალიის დოლარის, Tonga Pa'anga-სა და ახალი ზელანდიის დოლარისაც.


წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page