top of page

Mastercard-ი ბლოკჩეინ მონაცემების სწრაფი სინქრონიზაციის გზებს ეძებს


გადახდების გიგანტს, MasterCard-ს, უნდა, დააპატენტოს მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ბლოკჩეინ ქსელში ახალი ნოდების სწრაფი დამატება.


საპატენტო აპლიკაციაში, რომელიც ხუთშაბათს, აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნის ოფისის მიერ გამოქვეყნდა, კომპანია აღწერს მეთოდს, რომლითაც ნოდებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ და დაადასტურონ კონტენტი კონკრეტულ ბლოკჩეინში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეამცირონ დრო, რომელიც ნოდებს განახლებისთვის სჭირდებათ. ნოდები ინახავენ ქსელის ტრანზაქციების ისტორიის ასლს.


მასტერქარდმა პირველად შეიტანა განცხადება 2016 წლის ოქტომბერში და, როგორც განცხადება განმარტავს, “ბლოკს შეუძლია შეინახოს ათასობით, მილიონობით, ან მილიარდობით ტრანზაქციის ჩანაწერი დროთა განმავლობაში უამრავ სხვადასხვა ბლოკში.”


სანამ ეს უცვლადი სახით ასე რჩება, ნიშნავს რომ ბლოკჩეინს შეუძლია “შეიცავდეს ათასობით, მილიონობით ან მილიარდობით ბლოკს. ყოველი მათგანი შესაძლოა დადასტურებული იყოს ახალი ნოდის მიერ ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის წინასწარ დაგენერირებამდე ან მიმატებამდე.”


გადახდების კომპანია ამბობს:


“ასეთი დიდი რაოდენობის ბლოკების ვერიფიკაციას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, რის განმავლობაშიც ბლოკჩეინს ახალი ბლოკები დაემატება, რაც ახალ ნოდებს შესაძლებლობას მისცემს, ქსელში მიიღონ მონაწილეობა … შესაბამისად, ტექნიკური გამოსავლის საჭიროება წარმოიქმნა, რათა გაზრდილიყო სიჩქარე, რომლითაც ბლოკჩეინი ახორციელებს ვერიფიკაციას იმისთვის, რომ მასში შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა ნოდის ბლოკჩეინში ჩასართავად.”


იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს, შემოთავაზებული სისტემა შეიცავს ეგრეთ წოდებულ “სწრაფი გზის დროშას”, რომელიც ბლოკის ჰედერშია. ნოდებს ყოველ მასტერქარდზე შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ ეს დროშა, რათა დაასკანერონ ბლოკჩეინის კონტენტი უფრო სწრაფად.


აღსანიშნავია, რომ პროექტში ასევე განხილულია სპეციალურად მოწყობილი ბლოკჩეინი, რომელიც მოქმედებს, როგორც ნოდის პროგრამული ალტერნატივა და ემსახურება მეტი ეფექტურობის მიღწევას.


წყარო: coindesk.com

bottom of page