top of page

Mt.Gox-ის საფულიდან ბიტკოინები დაიძრა


ამჟამად უკვე შერცხვენილ და დახურულ ბირჟა Mt. Gox-თან ასოცირებული 16,000 ბიტკოინი ხუთშაბათს გადაიტანეს - როგორც ჩანს, მათ მონეტების ლიკვიდურობის გაზრდა სურთ.


თითქმის 141 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციები პირველად CryptoGround-მა, Mt.Gox-ის ბიტკოინისა და ბიტკოინ ქეშის საფულეების მონიტორინგის სერვისმა შენიშნა. Blockchain Data მიანიშნებს, რომ სხვადასხვა მისამართებიდან მოსული მონეტები ერთ საფულეში გაერთიანდა.


ამასთან, გადატანილი იქნა 16,000 ბიტკოინ ქეშიც, რომლებიც იგივე მისამართებზე ინახებოდა. ამჟამინდელი მონაცემებით ამ მონეტების საერთო ღირებულება 21 მილიონს შეადგენს.


ამ ტრანზაქციებმა ისეთი კითხვები წამოჭრა, როგორიცაა აპირებს თუ არა ნობუაკი კობაიაში, იურისტი ტოკიოდან, რომელიც Mt. Gox-ის სათავეში დგას, გაყიდოს ფონდები კომპანიის გაკოტრების კომპენსირებისთვის.


როგორც CCN იტყობინება, კობაიაში ამ წელს გამოავლინა, რომ მას 400 მილიონ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი და ბიტკოინ ქეში აქვს გაყიდული ბირჟის JPY ვალების გასასტუმრებლად. დარჩენილი ფონდი - რომელიც ამჟამად მილიარდობით დოლარს შეადგენს - მეტად სავარაუდოდ Mt. Gox-ის ყოფილ CEO-ს, მარკ კერპელეს გადაეცემა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ეს თანხა არ უნდა და სანაცვლოდ ბირჟის აღდგენა სურს.


წყარო: ccn.com

bottom of page