top of page

ბანკები VS კრიპტოვალუტა !!!


როგორც ჩანს, მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ბანკი უფრო და უფრო ართულებს კრიპტოვალუტების შეძენას კრედიტ ბარათებით. ამასთან, ისინი ცდილობენ, რომ საბოლოოდ აკრძალონ დეცენტრალიზებული მონეტების ყიდვა, რომლებმაც ერთ დღეს შეიძლება საერთოდ ჩაანაცვლოს ბანკები.

CITI Bank India არის ერთ-ერთი ბანკი, რომელმაც სულ ახლახანს აუკრძალა თავის მომხმარებლებს კრიპტოვალუტის კრედიტ ბარათებით ყიდვა, უფრო მეტიც, მათ სადებეტო ბარათებითაც აკრძალეს ციფრული ფულის შეძენა. ბანკმა13 თებერვალს გააფრთხილა თავისი ყველა მომხმარებელი ამის შესახებ. გლობალური ბანკებს, როგორებიცაა Bank of America, Lloyds Banking Group და JP Morgan Chase, უკვე რაღაც პერიოდია აკრძალული აქვთ ციფრული ფულის ყიდვა, მაგრამ მხოლოდ საკრედიტო ბარათებით. ემაილი, რომელიც სიტი ბანკმა გაუგზავნა თავის მომხმარებელს:

''გლობალური და ლოკალური რისკების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინდოეთის სარეზერვო ბანკსაც, ლეგალურ, ფინანსურ და ეკონომიკურ რისკებს, რომელიც შეეხება ბიტკოინის, კრიპტოვალუტების და ზოგადად ციფრული ფულის შეძენას. სიტი ბანკმა გადაწყვიტა, რომ საკრედიტო და სადებეტო ბარათებითკრიპტოვალუტების ყიდვა შეაჩეროს.''

ინდოეთში რამდენიმე მსხვილმა ბანკმა, როგორიცაა SBI, HDFC, Axis Bank და ICICI ასევე გაართულეს ბარათებით ტრანზაქციების განხორციელება რამოდენიმე კრიპტო ბირჟაზე, მაგრამ მათ არ აუკრძალიათ ყიდვა.

მეტა პალეი, სამართალმცოდნე და ბლოკჩეინ ენთუზიასტი ვაშინგტონიდან, წერს:

''მე მესმის, როდესაც ბანკი კრძალავს კრედიტ ბარათებით კრიპტოვალუტების ყიდვას, რადგან ეს მისი ფულია და როგორც უნდა ისე მართავს მას, მაგრამ არ მესმის როგორ კრძალავს დებიტ ანგარიშებით ბარათების გამოყენებას, რადგან ეს მომხმარებლის საკუთარი ფონდია, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის და თუ ის ლეგიტიმურ ბირჟაზე მოინდომებს მონაწილეობის მიღებას, ამაში დანაშაული არაფერია''

ასევე სუმიტ ბარადვაი, მსხვილი კრიპტო ინვესტორი ინდოეთიდან, აცხადებს:

''ბანკებს არ აქვთ უფლება, გვითხრან, თუ სად ჩავდებთ ჩვენს მიერ ნაშოვნ ფულს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ტექნოლოგიის სიძლიერეზე და იმაზე, რომ ერთ დღეს ის ბანკებს აუცილებლად ჩაანაცვლებს''

ამისდა მიუხედავად, ბევრ ქვეყანას სხვანაირი რეაგირება აქვს კრიპტოვალუტებზე. მაგალითად, ავსტრალიის და ევროპის ბევრი ბანკი უახლოეს მომავალში არ აპირებს არანაირი აკრძალვის შემოღებას კრიპტოვალუტებზე.

საინტერესოა, მართლა ჩაანაცვლებს ბანკებს ბლოკჩეინ ტექნოლოგია?

წყარო:ccn.com, bitcoinist.com

bottom of page