''ბიტკოინის ფასი 1000000 $ იქნება'' - ჩამათ პალიჰაპიტია
ჩამათ პალიჰაპიტია, Social Capital-ის დამაარსებელი და გოლდენ სტეიტ ვარიორზის თანამფლობელია. მან CNBC-სთან ინტერვიუში ილაპარაკა ბიტკოინზე და კრიპტოვალუტებზე და მათ პოტენციალზე. ბიზნესმენი, რომელმაც პირველად ბიტკოინში ინვესტირება 2012 წელს განახორციელა, ვარაუდობს, რომ შემდეგ 20 წელიწადში ბიტკოინის ფასი არნახულად გაიზრდება.
მასთან ერთად არსებობენ სხვა ბიზნესმენები და ინვესტორები, რომლებიც ჩამათის მსგავსად ზრდას ვარაუდობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბიტკოინი 1 000 000 დოლარს მიაღწევს. ფილიჰაპიტიას ვარაუდი ემყარება ბიტკოინის შეფასებას, როგორც ფასეულობის შენახვის ერთეულად ოქროსთან მიმართებაში. მან თქვა:
‘’ბიტკოინს აქვს პოტენციალი, იყოს შედარებული ოქროსთან. ეს შესანიშნავი ჰეჯირების და ფასეულობის შემნახველი ერთეულია აუტოკრატიული რეჟიმების და საბანკო კორუფციული ინფრასტრუქტურის საპასუხოდ. მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი 100 000 დოლარი ეღირება 3-4 წელიწადში, ხოლო შემდეგი ოცი წლის განმავლობაში კი 1 000 000 მიაღწევს ფასი.’’
‘’არის თუ არა გარდაუვალი ბანკების ინფრასტრუქტურის კრახი? ბიტკოინი ფუნდამენტურად ამოვარდნილია ამ პლატფორმიდან.’’
მისი ბოლო რჩევა? – ‘’თქვენი ინვესტიციის ერთი პროცენტი ჩადეთ ბიტკოინში, ამან შეიძლება ერთ დღეს ყველა გადაგვარჩინოს’’
წყარო: cnbc.com, ccn.com