top of page

რიპლის მთავარი მახასიათებლები



რიპლს სხვა კრიპტოვალუტებისგან მისი პლატფორმა განასხვავებს, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ იმუშაოს ტრადიციული ფულის მსგავსად. რიპლი შექმნილია საზღვარგარეთული გადახდებისთვის. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ: რიპლმა შეიმუშავა საზღვარგარეთული სისტემა, რომელიც მოქმედებს მომენტალურად ტრადიდიცული ვალუტებისთვის, კონკრეტულად სტერლინგისთვის, დოლარისთვის და ევროსთვის. იმისათვის, რომ განხორციელდეს ტრანზაქცია, მომხმარებელმა უბრალოდ ბანკს უნდა მიმართოს, და ეს ტრანზაქცია სულ რაღაც ოთხ წამში დადასტურდება მაშინ, როდესაც SWIFT_ის შემთხვევაში, ამას დაახლოებით სამი, ან მეტი დღე სჭირდება.


რიპლის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ყველა ხარჯი შეთანხმებულია ტრანზაქციის განხორციელებამდე. SWIFT-სგან განსხვავებით, რიპლი მომენტალურად ახორციელებს ტრანზაქციას, რაც მას ბევრად უფრო უსაფრთხოსა და დაბალრისკიანს ხდის.


რიპლის ფუნდამენტალური კონცეპცია იმაში მდგომარეობს, რომ ის ქმნის ლიკვიდურობის ავზს, ე.წ. x-Rapid-ს, რომელიც უკვე ათვისებულია ბევრი გადახდის კომპანიის მიერ, როგორიცაა, მაგალითად, MoneyGram. ეს ნიშნავს იმას, რომ ტრანზაქციას შეუძლია, გამოიყენოს რიპლის ლიკვიდურობა escrow პროცესით, რის შედეგადაც დარჩენილი ლიკვიდურობა ისევ escow-ში ბრუნდება შემდეგი გამოყენებადობისთვის, ძირითადად 48 თვიან პერიოდში.


აქედან გამომდინარე, თუ სხვა კრიპტოვალუტები ცალკე დგანან და თავისი საკუთარი გამოყენებადობა აქვთ, რიპლი შექმნილია იმისათვის, რომ იმუშაოს ისევე, როგორც ჩვეულებრივი ტრანზაქცია ბანკებსა და ცენტრალურ ბანკებს შორის. შედეგად, თუ ბიტკოინი ჯერ კიდევ ეძებს თავისი გამოყენებადობის შემთხვევებს, რიპლი, რომელიც უკვე 50 გლობალურ ბირჟაზე გამოიყენება, შესაძლოა სამომავლოდ ტრადიციული ვალუტის ალტერნატივად იქცეს. მისი გრძელვადიანი წარმატების მთავარი გასაღები პლატფორმის ათვისებაა.


ამასთან, რიპლი, კიდევ ერთხელ, საკმაოდ განსხვავდება სხვა კრიპტოვალუტებისგან. თუ ეთერიუმს თავისი ეთერი აქვს მთავარ და ერთადერთ ვალუტად, რიპლის ტექნოლოგია XRP მონეტებს გვთავაზობს, როგორც არჩევანს. ასეთი დამოუკიდებლობა ის მთავარია, რის გამოც რიპლი უკვე ათვისებულია რამდენიმე მსხვილი ბანკის მიერ. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ რიპლს შეუძლია იგივე რაოდენობის ტრანზაქციების გატარება, რამდენიც VISA-ს მაშინ, როდესაც ეთერიუმი წამში მხოლოდ რამდენიმე ტრანზაქციას ატარებს.


საინტერესოა, როგორ გაგრძელდება რიპლის ათვისება სხვა ინსტიტუების მიერ.


წყარო: insights.everis.co.uk

bottom of page