top of page

Yamada Denki-მ ბიტკოინით გადახდები მიიღო


ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ელექტრონული მოწყობილობების საცალო ჯაჭვმა იაპონიაში, Yamada Denki-მ, ტოკიოში დაფუძნებულ მაღაზიებში ბიტკოინით გადახდები დაამატა.


ამ ორიდან ერთ-ერთი მაღაზია შინჯუკუში მდებარეობს, რომელიც ყველაზე გადატვირთულ რკინიგზას ამარაგებს და რომელსაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ბევრი უცხოელი სტუმრობს.


„მრავალფეროვნების შემოტანის მიზნით, ჩვენ ხელს შევუწყობთ ბიტკოინის იმპლემენტაციას გამოყენებადობაში. ბიტკოინის გადახდის სერვისის წარდგენით, ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი მომხმარებლების განსხვავებულ საჭიროებებს ისევე როგორ იაპონიაში, ასევე ზღვის გადაღმაც.“


ბიტკოინით გადახდების მაქსიმუმი 300,000 იენია, რაც 2,670 დოლარს უდრის. კომპანია თანამშრომლობს იაპონური კრიპტოვალუტების ბირჟა bitFlyer-თან.


ამჟამად ბიტკოინით გადახდების შედეგიანობა ამ ორ მაღაზიაში მოწმდება, წარმატების შემთხვევაში კი კომპანია ამ ახალი მეთოდის გაფართოებას და სხვა მაღაზიებში დანერგვას გეგმავს.


ამ სიახლის გამო, bitFler-ს უფრო და უფრო მეტი კომპანია უკავშირდება ახალი პარტნიორობის დასაწყებად, მათ შორის ისეთი კომპანიებიც, სადაც თვიურად ათობით მილიონი იენი იხარჯება.

წყარო: ccn.com

bottom of page