top of page

რჩევები კრიპტომოვაჭრეებს


ფეისბუქის დახურულ ჯგუფში, crypto coin trader-ში, სადაც წარმატებული და დამწყები კრიპტომოვაჭრეები იყრიან თავს და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, დაიდო რამდენიმე რჩევა დამწყები კრიპტო მოვაჭრეებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს მართლაც საინტერესო და გამოსადეგი რჩევები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვისაც გაგვეხადა ხელმისაწვდომი.

"

1. პირველ რიგში, არ ივაჭრო იმ მიზნით, რომ გახდე მილიონერი, ან იყიდო ლამბორჯინი.

გაანალიზე განსხვავება ინვესტიციასა და ვაჭრობას შორის.

2. ყოველდღიურო მოვაჭრეებო, ყოველთვის გამოიყენეთ stoploss და take profit ფუნქციები, რაც გულისხმობს, რომ როდესაც კრიპტოვალუტის ფასი გარკვეულ დონემდე შემცირდება (Stop Loss) ან გაიზრდება (Take Profit) იგი ავტომატურად გაიყიდება, თქვენი დამატებითი ჩარევის გარეშე.

3. მიზნად დაისახე, შენი სავაჭრო კაპიტალის მაქსიმუმ 2-5%-იანი მოგების მიღება ყოველთვიურად.

4. ყველაფერი არ არის მხოლოდ ტენდენციებისა და macd-ზე (ვაჭრობის ინდიკატორზე) დამოკიდებული, ასე რომ, ისწავლე მეტი ტექნიკური ანალიზის შესახებ.

5. ბაზარი ყოველთვის იმას გაჩვენებს, რისი დანახვაც გინდა, ასე რომ არასდროს აყვე ემოციებს სავაჭრო გადაწყვეტილებებისა და გრაფიკების შემოწმებისას.

6. შენ არ ხარ მარტო, არსებობენ Market Mover-ები (მსხვილი მოთამაშეები), რომლებიც მართავენ მიწოდებასა და მოთხოვნას. უნდა გესმოდეს, როგორ თამაშობენ ისინი. გგონია, რომ ბიტკოინი საპნის ბუშტია და დაეცა, მაგრამ მაშინ ვინ გაყიდა ეთერიც, რიპლიც და სხვა პატარა კრიპტოებიც ბიტკოინთან ერთად?

7. შიში და სიხარბე დაგღუპავს.

8. არ სცადო "შურისძიება" წაგების სწრაფად დასაფარად - დანაკარგების სწრაფად "ამოსაღებად" არ გააკეთო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

9. არ გადახტე ერთი ვაჭრობის სტრატეგიიდან მეორეზე, აირჩიე ერთი და მიჰყევი მას.

10. გააანალიზე შენი ვაჭრობის ისტორია, აღმოაჩინე შენი შეცდომები და აღარ გაიმეორო ისინი შემდეგ კვირას.

11. ვაჭრობასა და ფულის მენეჯმენტში დისციპლინა წარმატებას მოგიტანს.

გთხოვ, იყავი გონიერი, გარეთ მგლები არიან, რომელთაც სულ არ აინტერესებთ შენი დანაკარგი. შენ სამ თვეში ნამდვილად გაიგებ, ვაჭრობა შენი საქმეა თუ არა. თუ ასეა, ჩაატარე საჭირო კვლევები და გახდი ინვესტორი; დააბანდე კარგ კრიპტოვალუტებში და შეინახე ისინი 3-დან 5 წლამდე. კარგი ინვესტიცია აუცილებლად მოგიტანს მოგებას."

bottom of page