top of page

რა არის Waves?


Waves ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ crowdfunding-სა და ვაჭრობას სთავაზობს. მისი ICO მესამე ყველაზე წარმატებულ ICO-დ ითვლება, რომლითაც მათ 16,4 მილიოანი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოაგროვეს.


Waves-ის პლატფორმაზე შესაძლებელია მონეტების შექმნა და, შესაბამისად, საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვება. ამასთან, იმის გამო, რომ ნებისმიერი ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ტრადიციულ ფულზე (usd/eur/cny), დეცენტრალიზებული ვაჭრობა და crowdfunding ხელმისაწვდომია ყველასთვის.


იმის გამო, რომ ICO-ებისთვის ხშირად რთულია საჭირო თანხების მოგროვება და საკმაოდ ბევრი პროცესების გავლაა საჭირო, Waves-ის გუნდმა გადაწყვიტა, ყველასთვის საქმე გაემარტივებინა. პლატფორმაზე საინტერესო სტარტაპისთვის თანხის მოსაგროვებლად ყველაფერია მოცემული. როგორც დამფუძნებლები ამბობენ, მათ სურთ, იგივე გააკეთონ კრიპტოვალუტების შექმნისთვის, რაც ეთერიუმმა გააკეთა ბიტკოინ სკრიპტინგისთვის - მაქსიმალურად დახვეწონ იგი.


Waves-ზე გონიერი კონტრაქტების შექმნაც შესაძლებელია, მაგრამ ეთერიუმის კონტრაქტებისგან განსხვავებით, ისინი არ არის Turing-complete, ანუ არ იძლევა ყველაფრის კოდირების საშუალებას. მიუხედავად ამისა, კონტაქტები საკმაოდ ძლიერი და დაცულია.


ამასთან, იმისათვის, რომ ბანკებთან მათი ურთიერთობა უფრო მარტივი იყოს, პლატფორმაზე მუშაობს KYC/AML (იცნობდე შენს კლიენტს/ანტი ფულის გათეთრება). ეს ორი ფუნქცია საკმაოდ ზრდის უსაფრთხოებასა და სანდოობას.


Waves-ის ვალუტა waves მონეტებია, რომელთა საერთო რაოდენობაც შეზღუდულია 100 მილიონამდე, რა რაოდენბაც ICO-ს დროს გამოვიდა. პლატფორმის ალგორითმი DPOS-ისა (დელეგირებული წილის მტკიცებულება) და LPOS-ის (იჯარის წილის მტკიცებულება) კომბინაციაა. ვინაიდან მონეტების რაოდენობის მაქსიმუმი უკვე გამოშვებულია, ვალუტის მოპოვებისას მაინერი ჯილდოდ საკომისიოს იღებს.


LPOS-ის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, იყვნენ ან full node და გამოიყენონ სხვების ენერგია, რათა ტრანზაქციები მალე დაამუშაონ, ან გააქირაონ თავიანთი ენერგია full node-ზე და მიიღონ ტრანზაქციის საკომისიო ისე, რომ თავად არ მოუწიოთ მაინინგი. ამ სისტემის მეშვეობით, ყველას შეუძლია, ჩაერთოს კრიპტოვალუტის მაინინგში.


წერის მომენტში, ვალუტის ღირებულება 9 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ბოლო 24 საათში 7.82%-იანი ზრდის შედეგია. ვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 898 მილიონი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი - თითქმის 53 მილიონი დოლარი.


bottom of page