top of page

BitOasis რიპლს ამატებს თავის პლატფორმაზე


შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-აფრიკის ერთ-ერთმა წამყვანმა საფულემ და ბირჟამ, BitOasis-მა განაცხადა, რომ ის კრიპტოვალუტა რიპლს დაამატებს. ეს საკმაოდ კარგი ამბავია რიპლის ინვესტორებისთვის, რადგან ბირჟა ამჟამად მხოლოდ ორ ვალუტას, ბიტკოინსა და ეთერიუმს უჭრს მხარს, შესაბამისად, რიპლი ‘ექსკლუზიურ’ ჯგუფს დაემატება.


„ჩვენ გადავწყვიტეთ, დავამატოთ რიპლით ჩვენს პლატფორმაზე ორ უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან ერთად, რათა დავაკმაყოფილოთ მომხმარებლების მზარდი სურვილი ამ ვალუტაზე ხელმისაწვდომობისა.“ - განაცხადა BitOasis-ისმა კვირას, 28 იანვარს.


"როგორც ამ რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანია ბლოკჩეინ სივრცეში, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენს მომხმარებლებს ბიტკოინის, ეთერიუმისა და ახლა უკვე რიპლის უსაფთხოდ შესყიდვის საშუალება მივცეთ."


რიპლის ფასი ბოლო პერიოდში საკმაოდ დაეცა მას შემდეგ, რაც თავის მაქსიმუმს, 3.61 აშშ დოლარს მიაღწია. წერის მომენტში მისი ღირებულება 1.18 აშშ დოლარს შეადგენს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მსხგავსი სიახლეების წყალობით, რიპლის ფასი შედარებით გაიზრდება.

bottom of page