top of page

Bob's Repair ICO


გთავაზობთ, ერთ-ერთ საინტერესო ICO-ს - Bob's Repair-ის მიმოხილვას.

მიმდინარე ბლოგი არ უნდა მიიღოთ, როგორც პროფესიონალური ფინანსური რჩევა! ჩვენ მხოლოდ ინფორმაციას გაწვდით ჩვენთვის საინტერესო პროექტებთან დაკავშირებით.



Bob's Repair ემსახურება სახლის შეკეთებისათვის საჭირო მუშებისა და მომხმარებლის დაკავშირებას ერთმანეთთან. ეს წარმოადგენს ძმები პრანდეკის წამოწყებული ბიზნესის გაგრძელებას, რომლებმაც აღნიშნული საქმიანობა ლას ვეგასში დაიწყეს და მანამ, სანამ გადაწყვეტდნენ, საკუთარი საქმიანობა Blockchain-ზე გადაეტანათ, დაახლოებით 50,000 სახლის მეპატრონე დააკავშირეს საჭირო მუშას.


Bob's Repair იქნება დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელზეც შესაბამისი კვალიფიკაციის მუშებს ექნებათ შესაბამისი რეიტინგი და მათთან დაკავშირებას მომხმარებლები პირდაპირ შეძლებენ შუამავლისა და სახლიდან გასვლის გარეშე. ეს რაც ზრდის სანდოობას და ამცირებს ხარჯებს. მოკლედ რომ ვთქვათ, Bob's Repair-ს უნდა, რომ გახდეს Uber-ი ხელოსნებისათვის.


პლატფორმა იმუშავებს Steem-ის ბლოკჩეინზე, რადგან Steem-ის ტრანზაქციის ხარჯები 0-ის ტოლია, ხოლო ყოველი ახალი ბლოკი 3 წამში ემატება ჯაჭვს.


პლატფორმის ვალუტა იქნება ERC20 სტანადრტით შექმნილი ვალუტა BOB, რომლითაც იწარმოებს ანგარიშგება მხარეებს შორის. გუნდი პირობას დებს, რომ ყოველთვიური მოგების 50%-ით შეისყიდის და გაანადგურებს ბრუნვაში არსებულ BOB ჟეტონებს, რათა შეამციროს მიწოდება და ამით შეინარჩუნოს მზარდი ფასი.


აქვე გეტყვით, რომ Bob's Repair-ს აქვს ის ნიშნები, რომელიც ახასიათებს კარგ ICO-ს:

* გუნდი არის გამოცდილი იმ საქმიანობაში რასაც ეხება ICO.

* ICO აგვარებს რეალურ პრობლემას.

* უკვე არსებობს გარკვეული ბაზარი (50,000 მომხმარებელი რომელსაც მოემსახურნენ).

* მოთხოვნილი თანხა არის 6,000 ეთერიუმი (დაახლოებით 6.6 მილიონი აშშ დოლარი).

* გუნდი კარგად მიჰყვება წინასწარ დასახულ გეგმას (Roadmap).


ამასთან, გეტყვით, რომ მონეტების წინასწარი შესყიდვა 4 იანვარს დაიწყო და გუნდის მიერ მოთხოვნილი 6,000 ეთერიუმიდან 1,656 უკვე შეგროვებულია.


bottom of page