top of page

Copytrack - ახალი ბლოკჩეინ პლატფორმა


კომპანია Copytrack-მა ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ახალი გამოყენება მოუძებნა. ახალი ICO უკვე დაწყებულია და 2018 წლის 10 თებერვლამდე გრძელდება. ჩვენი აზრით, მოცემული ICO საკმაოდ საინტერესოა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ მის შესახებ.


საავტორო უფლებების დაცვა (Copyright) დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ინტერნეტის მთავარი უპირატესობა ინფორმაციისა და სხვადასხვა შემოქმედებების მთელს მსოფლიოში გავრცელებაა, მაგრამ მათზე ხელმისაწვდომობა არტისტებისთვის ხშირად უარყოფითია, რადგან ისინი თავიანთ ნამუშევარს ვეღარ აკონტროლებენ. ეს პრობლემა ყველაზე მეტად ფოტოინდუსტრიას ეხება. ადამიანები იყენებენ სხვის სურათებს უფლებისა და გადახდის გარეშე ისე, როგორც მოესურვებათ და ამის კონტროლი ბლოკჩეინის გამოჩენამდე თითქმის შეუძლებელი იყო, თუ არ ჩავთვლით სურათებზე გადაწერილ ტექსტებს.


ბლოკჩეინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი შესაძლებლობები მართლაც რაღაც ახალს გვთავაზობს: მასზე დაფუძნებული პლატფორმა, Copytrack, ამდენი ხნის მოუგვარებელ პრობლემას ეჭიდება და ეფექტურ გამოსავალს გვთავაზობს. Copytrack-ის მეშვეობით, ფოტოგრაფებს შესაძლებლობა ეძლევათ, აღმოაჩინონ თავიანთი მოპარული სურათები და მათზე ავტორობის უფლება დაიბრუნონ. პროგრამა იყენებს გონიერ კონტრაქტებს და უკვე 140 ქვეყანაში მუშაობს პროფესიონალი იურისტების ჯგუფთან ერთად. მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია: ფოტოგრაფი რეგისტრირდება Copytrack-ზე, და პლატფორმის მეშვეობით პოულობს თავის სურათებს, რომლებიც სხვებმა ლიცენზიის გარეშე გამოიყენეს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სურათი ამობრუნებულია, თუ დაჭრილია, მისი ჰაშ ფუნქცია ჩაწერილია ბლოკჩეინში და ის აუცილებლად პოულობს სურათს. მისი აღმოჩენის შემდეგ, ავტორი უბრალოდ მონიშნავს სურათს, როგორც მოპარულს და შედეგებს ელოდება. სწორედ აქ შემოდის საქმეში გონიერი კონტრაქტები და იურისტები. ისინი უზრუნველყოფენ, რომ „სურათის ქურდმა“ მითითებული ფასი გადაიხადოს. სურათის ავტორი რისკის გარეშე და უფასოდ მოქმედებს, პლატფორმა ანაზღაურებას მხოლოდ მცირე საკომისიოებით იღებს.


Copytrack-ი პირველია, რომელიც ფოტოგრაფების შემოქმედების დაცვას უზრუნველყოფს და ის კიდევ ვითარდება. ფოტოგრაფებს შეეძლებათ, თავიანთი სურათები ატვირთონ პლატფორმაზე და მას შემდეგ, რაც Copytrack-ის გლობალური რეგისტრაცია მათ ავტორობას სურათებზე დაადასტურებს, ისინი დაიჰაშება. ფოტოგრაფი მათზე ფასს მიუთითებს და დანარჩენზე უკვე Copytrack-ი იზრუნებს; ის მუდმივად უმეთვალყურებს სურათებს და უზრუნველყოფს, რომ ლიცენზიისა და ფულადი გადასახადის გარეშე ისინი ვერავინ გამოიყენოს.



bottom of page