top of page

Coinbase ჭორებს უარყოფს - Ripple-ს (XRP) ვაჭრობის დამატება არ იგეგმება!


უკანასკნელი თვის განმავლობაში, ერთერთი ყველაზე დიდი ფასის ზრდა Ripple-ზე (XRP) დაფიქსირდა და აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ, საბაზრო კაპიტალიზციით (131 მილიარდი აშშ დოლარი) უკვე მეორე ადგილი დაიკავა. 2017 წელს ვალუტის ფასის ზრდამ 40,000% შეადგინა და წლის ბოლოს 2,8 აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა ზრდა ამით არ დასრულებულა და 4 იანვარს რიპლის ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს 3,84 აშშ დოლარს მიაღწია. (გაიგე რა არის რიპლი)


ამგვარი ზრდის, ერთერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იყო ჭორი, რომ Coinbase - მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტოვალუტის გადამცვლელი, რიპლსაც დაამატებდა არსებულ ოთხ ვალუტას, რაც გაზრდიდა მის ლიკვიდობას. შეგახსენებთ, რომ www.coinbase.com დოლარით ბიტკოინის (BTC), ლაიტკოინის (LTC), ეთერიუმის (ETH) და ბიტკოინ ქეშის (BCH) ყიდვის საშუალებას იძლევა.


გუშინ Coinbase-ის ბლოგზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე ეტაპზე Coinbase-ს არ მიუღია გადაწყვეტილება დაამატოს ახალი ვალუტის ყიდვა/გაყიდვა და თუ მომხმარებელი განსხვავებულ ინფორმაციას წაიკითხავს, ეს სიმართლეს არ შეესაბმება.


ასეთი კატეგორიული განცხადეის შედეგად, ცხადია, რიპლის ფასის ზრდა შეჩერდა და მცირე შემცირებასაც ჰქონდა ადგილი. წერის მომენტში რიპლის ფასი 3,4 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 8,5%-ით ნაკლებია.


Related Posts

See All
bottom of page