top of page

კრიპტორუბლი - ''CryptoRuble''- პუტინის პასუხი დასავლეთის სანქციებს


ვლადიმერ პუტინი

რუსეთის სამგზის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, მოსკოვში უბრძანა ჩინოვნიკებს, რომ იმუშაონ საკუთარ ეროვნულ კრიპტოვალუტაზე, ‘Cryptoruble’ - კრიპტორუბლზე, რათა თავი აარიდონ დასავლეთის სანქციებს.

მთავრობის შეკრებაზე სერგეი გლაზევმა, პუტინის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, განაცხადა, რომ კრიპტორუბლი კარგი საშუალება იქნება საერთაშორისო სანქციების უგულებელსაყოფად.

Financial times-სთან ინტერვიუში გლაზევმა განაცხადა:

‘’ეს ინსტრუმენტი ერგება ჩვენს ბევრ აქტივობას, როგორც მთავრობა. ჩვენ შეგვეძლება ანგარიშსწორება ჩვენს ინტერნაციონალურ პარტნიორებთან, სადაც სანქციები ხელს ვეღარ შეგვიშლის’’.

გლაზევის ასეთი პოზიცია მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხაობაარუსეთის სიახლეების სააგენტოს, ტასს-ის, მიხედვით, 28 დეკემბერს მთავრობის შეხვედრაზე ციფრული ვალუტების შესახებ, მთავრობის წევრებმა საკმაოდ ნეგატიურად ილაპარაკეს კრიპტორუბლზე.

(წყარო:news.bitcoin.com)

ფინანსთა მინისტრმა, ალექსეი მოისევმა, და რუსეთის ცენტრალური ბანკის პირველმა მმართველმა, ოლგა სკორობოგატოვმა, განაცხადეს, რომ ვერ ხედავდნენ ეროვნული კრიპტოვალუტის შექმნის აუცილებლობას. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, 2017 წლის ივნისში ოლგა საპირისპიროს ამბობდა: ‘’ჩვენ აუცილებლად გვექნება ვირტუალური ეროვნული ვალუტა და ამაზე უკვე ვმუშაობთ’’.

პუტინის ბრძანების გამოცემიდან ერთი კვირაში კომუნიკაციების და მასმედიის მინისტრმა, ნიკალაი ნიკიფოროვმა, პირველი ოფიციალური შეთავაზება გააკეთა კრიპტორუბლის შესაქმნელად.

‘’ ეს არის ტექნოლოგიური შეთავაზება’’. - ამ კომენტარზე მეტი მას ამ საკითხთან დაკავშირებით არ უთქვამს.

საინტერესოა, როგორი იქნება რუსეთის ნაციონალური ციფრული ვალუტა საბოლოოდ?

bottom of page